ალუდა ქეთელაური (მომღერალი)
ალუდა ქეთელაური | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 15 ნოემბერი, 1987 |
გარდ. თარიღი | 12 ივნისი, 2012 (24 წლის) |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
ფანდური, გიტარა |
ალუდა ქეთელაური (დ. 15 ნოემბერი, 1987 — გ. 12 ივნისი, 2012) — ქართველი მომღერალი და პოეტი.
ალუდა წარმოშობით დუშეთიდან იყო და თბილისში მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ჯგუფი „მეხუთე სეზონი“, რომელშიც იგი გამოდიოდა, ხალხურ სიმღერებს ასრულებდა.
ალუდა 2012 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სახელდებოდა როგორც თვითმკვლელობა[1], ასევე ნარკოტიკების მოხმარება[2]. ის 16 ივნისს დუშეთის მუნიციპალიტეტში დაკრძალეს.