ალუბლის ხერხია
იერსახე
ალუბლის ხერხია (ლათ. Caliroa limacina) — მწერი ნამდვილი ხერხიების ოჯახისა. მბზინვარე შავი ფერისაა, აქვს გამჭვირვალე ფრთები. სხეულის სიგრძეა 4-5 მმ, ხოლო შავი ლორწოთი დაფარული მატლისა — 10-15 მმ. ალუბლის ხერხია ხერხისებრი კვერცხსადებით ფოთლის რბილობში დებს 71-მდე კვერცხს. მატლი ნიადაგში იზამთრებს. გავრცელებულია ყველგან. საქართველოში იძლევა 2-3 თაობას. ალუბლის ხერხიას მატლი ღრღნის ალუბლის, ბლის, კომშის, მსხლის, იშვიათად ქლიავის, გარგარისა და სხვა ფოთლის რბილობს (ძარღვებისა და ეპიდერმისის გარდა).
ბრძოლის ღონისძიებანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მცენარის დამუშავება ინსექტივიდებით. საშემოდგომო ხვნა და ხის შემობარვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 337.