ალოტის პირველი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალოტის ეკლესია.

ალოტის პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალოტში დასავლეთით, კოხის მთის ფერდობზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. ეკლესია უაფსიდოა. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილი სარკმლიდან მხოლოდ ჩრდილოეთ წირთხლის ნაწილია შემორენილი. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია წრიული მოხაზულობის გალავანი, რომლის ნაწილები აქა-იქაღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]