ალოტის მეორე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალოტის ეკლესია.

ალოტის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალოტში კოხის მთის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვისა და შირიმის ქვის შერეული წყობით. ძლიერ დაზიანებულია: კედლები შემორჩენილია 2-3 მეტრის სიმაღლეზე, ჩამოშლილია შესასვლელისა და სარკმლის გადახურვები და წირთხლები, ფასადებზე კედელს თითქმის მთლიანად შემოცლილი აქვს პერანგი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. აფსიდს შემორჩენილი აქვს კონქის მცირე ნაწილი. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი პილასტრებით. ასეთივე ორსაფეხურიანი თითო პილასტარია დაბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილსა და დასავლეთ კუთხეებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]