ალმატის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალმატის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის განაპირას, თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

დაზიანებულია. მონგრეულია ჩრდილო-დასავლეთ კუთხე. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით, კირის ხსნარზე. ალაგ-ალაგ გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი დასავლეთითაა. კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან - თაღოვანი, ნახევარწრიული აფსიდია, რითიც სიღრმით დარბაზის სიგრძის ტოლია. აფსიდში ვიწრო, ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი, მსგავსი თითო სარკმელი დანარჩენ კედლებშიცაა. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა. ქვემოთ კი დგას კუპური ტრაპეზი. აფსიდის თაღი ნახევარწრიულია. ნახევარწრიულია კამარაც. ფასადები დასრულებულია აგურის ხერხულა წყობით გამოყვანილი ლავგარდნით. შენობა გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]