ალკენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეთილენის მოდელი

ალკენი — უჯერი ნახშირწყალბადი, რომელიც ერთ ორმაგ ბმას შეიცავს ორ ნახშირბადს შორის. ალკენების ზოგადი ფორმულაა CnH2n. ჰიბრიდიზაციის ტიპია sp². ჰომოლოგიური რიგის პირველი წარმომადგენელია ეთილენი (C2H4). ალკენებს ახასიათებთ ჩონჩხის, ორმაგი ბმის მდებარეობის და გეომეტრიული(ცის–ტრანს) იზომერია. მაგალითად, ბუტენს(C4H8) აქვს ორი იზომერი ბუტენ-1 და იზობუტენი, ალკენებისთვის დამახასიათებელია ცის და ტრანს იზომერია. ალკენები შეიცავენ მარტივ C-C ბმებს და ერთ ორმაგ C=C ბმას. ორმაგი ბმიდან ერთი "სიგმა" ბმაა, ერთი კი "პი "ბმა. ალკენის სავალენტო კუთხე არის 0,139 ნმ, სავალენტო კუთხე -120°

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალკენები უფერული ნივთიერებებია[1]. ჰომოლოგიური რიგის პირველი სამი წევრი აირია, C16H32–მდე სითხეები, უმაღლესი წევრები – მყარი ნივთიერებები. აირად და მყარ ალკენებს სუნი არ აქვთ, ხოლო თხევადს აქვს ნავთის სუნი. ალკენების დუღილის ტემპერატურა შესაბამისი ალკანების დუღილის ტემპერატურაზე მაღალია.

ნომენკლატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალკენების კლასის პირველი წარმომადგენლებია :

ეთენი(ეთილენი) პროპენი ბუტენი პენტენი ჰექსენი ჰეპტენი ოქტენი ნონენი
C2H4 C3H6 C4H8 C5H10 C6H12 C7H14 C8H16 C9H18

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საყმაწვილო ენციკლოპედია:ქიმია გვ. 148; თბილისი, 2006

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საყმაწვილო ენციკლოპედია:ქიმია; თბილისი, 2006