ალი-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

„ალი-ფაშა“, ქართული ხალხური (გურული) სიმღერა. პოლიფორნიური საგუნდო შემოქმედების კლასიკური ნიმუში, ფართოდ განვითარებული მელოდიით, მდიდარი რიტმით, სამივე ხმის კონტრაპუნქტული მოძრაობის რთული ტექნიკით. სიმღერაში ასახულია ალი-ფაშას (თავდგირიძის) ღალატის ამბავი, 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის ერთი ეპიზოდი. ალი-ფაშა რეალური პიროვნება იყო, ყირიმის ომის შემდეგ ქობულეთის ფაშობა მიიღო და ოსმალეთის მხარეს იბრძოდა. სიმღერას ერთი გარკვეული ტექსტი არ აქვს, ზოგიერთ ვარიანტში არეულია ისტორიული ფაქტები.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხვანთქარი და რუსი ჩხუბობს, იგივ არის ორივ ეშვი
ალიფაშამ გვიღალატა ჩაგვიყვანა კვირიკეთში
იმან ფულები აიღო ჩვენ ჩაგვყარა რუსის ხელში
კაი არც მას დამართნია ბაწრით ჩაითრიეს გემში
მისი ყვირილი ისმოდა სუფსას გაღმა ბაილეთში

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]