ალიქომექთეფე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალიქომექთეფე
აზერ. Əliköməktəpə

თიხის ჭურჭელი ალიქომექთეფედან. აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი
მდებარეობა ჯალილაბადის რაიონი, აზერბაიჯანი
მდგომარეობა დაცულია სახელმწიფოს მიერ

ალიქომექთეფე (აზერ. Əliköməktəpə) — ენეოლოთის ეპოქის დროინდელი დასახლება, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანში, ჯალილაბადის რაიონში, სოფელ უჩთეფესთან.

ფ. რ. მაჰმუდოვის კვლევების თანახმად, გათხრებისას ნაპოვნი მრავალრიცხოვანი თიხის ჭურჭელი მეორე დიდი აღმოჩენაა აღნიშნული ძეგლის ტერიტორიაზე. გათხრების დროს საღებავით დაფარული 300-ზე მეტი თიხის ჭურჭლის ნიმუში იპოვეს. ეს ნაკეთობები მონოქრონული ნახატებით იყო დაფარული. ყავისფერი და წითელი ნახატების უმრავლესობა წარმოადგენს სამკუთხედებს, რომბებს, სწორ და მრუდ ხაზებს. მრავალი ნაკეთობა ადგილობრივი წარმოებისაა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]