ალისარჩული (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალისარჩული

საღებავი ალისარჩული (C. tinctorius)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ალისარჩული
ლათინური სახელი
Carthamus L., 1753

ალისარჩული (ლათ. Carthamus) — ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ღეროს სიმაღლე 1 მეტრამდეა, ტყავისებრი ფრთადანაკვთული ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები მილისებრია, ყვითლიდან წითელ ფერამდე, ორსქესიანი, კალათებად შეკრებილი. ნაყოფი ოთხწახნაგოვანი თესლურაა.[1] ცნობილია 50-მდე სახეობა.[2] ბუნებრივად იზრდება კანარის კუნძულებიდან შუა აზიამდე და დასავლეთ ინდოეთამდე.[1] საქართველოში 3 სახეობაა.[3] უძველესი დროიდან ფართოდაა კულტივირებული საღებავი ალისარჩული (C. tinctorius). მისი ყვავილები შეიცავს წითელ და ყვითელ საღებავ ნივთიერებებს, რომლებსაც ადრე ფართოდ იყენებდნენ ქსოვილების შესაღებად. თესლში ცხიმოვანი ზეთის შემცველობა 60%-მდე აღწევს. მოჰყავთ ევრაზიაში (ძირითადად ინდოეთში), ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიაში. დღეს ალისარჩულის საღებავ ნივთიერებებს იყენებენ კვების მრეწველობაში, თესლისგან მიღებულ ზეთს — ტექნიკური მიზნებისათვის და პარფიუმერიაში.[1]

საქართველოში გავრცელებული სახეობები:[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Чернева О. В. Сафлор // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 477.
  2. Carthamus L. en. Plants of the World Online | Kew Science. ციტირების თარიღი: 3 ივლისი, 2023
  3. 3.0 3.1 დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 58, ISBN 978-9941-26-391-0.