ალთინბეშიქის მღვიმის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალთინბეშიქის მღვიმის ეროვნული პარკი

Altınbeşik Mağarası Milli Parkı

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა იბრადს რაიონი, ანთალიის პროვინცია, თურქეთი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
უახლოესი ქალაქი იბრად
კოორდინატები 37°02′14″ ჩ. გ. 31°37′59″ ა. გ. / 37.03722° ჩ. გ. 31.63306° ა. გ. / 37.03722; 31.63306
ფართობი 1147ჰა
დაარსდა 31 აგვისტო 1994
მმართველი ორგანო თურქეთის სატყეო და წყლის საქმეთა სამინისტრო
ოფიციალური საიტი milliparklar.gov.tr

ალთინბეშიქის მღვიმის ეროვნული პარკი (თურქ. Altınbeşik Mağarası Milli Parkı) — ეროვნული პარკი სამხრეთ თურქეთში, ანტალიის პროვინციის იბრადის რაიონში.[1] შეიქმნა 1994 წლის 31 აგვისტოს.

ალთინბეშიქის მღვიმის ეროვნული პარკი წარმოადგენს უდიდეს მიწისქვეშა მღვიმის ტბას თურქეთში. განფენილია დაახლოებით 2200 მეტრზე. ზოგიერთ რეგიონში, ტბის სიღრმე 15 მეტრს აღწევს. მნახველთათვის ღიაა ზაფხულში და შემოდგომაზე. ზამთარში და გაზაფხულზე მღვიმეში წყლის დონე მაღლა იწევს და შესაბამისად, ვიზიტორთათვის დახურულია.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Altınbeşik Mağarası Milli Parkı tr. Doğa Koruma ve Milli Parklar Genel Müdürlüğü. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-14. ციტირების თარიღი: 2016-04-18
  2. Altınbeşik Mağarası Milli Parkı Özellikleri tr. Altınbeşik Mağarası Özellikleri. ციტირების თარიღი: 2021-11-11