ალთემენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალთემენე (ბერძნ. Άλθαιμένης) — კრეტის მეფის, კატრევსის ვაჟი, სამისნომ იწინასწარმეტყველა, რომ კატრევსი მოკვდებოდა თავისი ვაჟის სახელით. შეშინებული ალთემენე კუნძულ როდოსზე გაიქცა. კარგა დრომ რომ გაიარა, მოხუცებულმა კატრევსმა გადაწყვიტა მოენახა შვილი და სახელმწიფო გადაეცა. როდესაც მეფე ამალითურთ კუნძულზე გადავიდა, დამხვდურებმა მტრად მიიღეს და ომი გაუმართეს. კატრევსი მართლაც თავისი შვილის სახელით მოკვდა. როდესაც ალთემენემ საქმის ვითარება გაიგო, მეტისმეტად დამწუხრდა და ღმერთებს სიკვდილი შესთხოვა. ღმერთებმა თხოვნა შეისმინეს და ალთემენე მიწამ ჩაყლაპა, მითი მიეკუთვნება შვილთაგან მამის მოკვლის ფართოდ გავრცელებულ თქმულებათა ციკლს, რომლებსაც ხშირად რეალური საფუძველიც ჰქონდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]