ალექსანდრ ლუკომსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრ ლუკომსკი (რუს. Алекса́ндр Серге́евич Луко́мский დ. 1868 — გ. 1939) — რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, თეთრი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წლის იანვრიდან იყო მე-12 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი ადიუტანტი. 1902 წლიდან კიევის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტი. 1907 წლიდან პოლკოვნიკი. 1907 წლის 4 დეკემბრიდან 42-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი. 1909 წლიდან გენერალური შტაბის სამბილიზაციო სამმართველოს უფროსი. 1913 წლის 29 იანვარს დაინიშნა სამხედრო სამინისტროს კანცელარიის უფროს თანაშემწედ. 1914 წლის აპრილიდან იყო გენერალ-მაიორი, იმავე წლის ნოემბრიდან — გენერალ-ლეიტენანტი. 1915 წლის ივნისიდან სამხედრო მინისტრის მოადგილე. 1916 წლის 2 აპრილიდან 32-ე ქვეითი დივიზიის მეთაური. 1916 წლის ოქტომბრიდან უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის გენერალ-კვარტერმაისტერი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის 2 აპრილს გახდა 1-ლი საარმიო კორპუსის სარდალი. ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, 1917 წლის 27 დეკემბერს გახდა მოხალისეთა თეთრი არმიის შტაბის უფროსი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]