ზანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზანგები)
Disambig-dark.svg ეს სტატია სიტყვა ზანგს ეხება. რასის შესახებ იხილეთ ნეგროიდული რასა.

ზანგი (არაბ. زَنْج, ზანჯი; სპარს. زنگی, ზანგი), მრავლობითში ზანგებიტროპიკული და სამხრეთ აფრიკის აბორიგენი მოსახლეობის, ანუ ნეგროიდული რასის, წარმომადგენლის აღმნიშვნელი ტერმინი.[1]

ტერმინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ ენაში სიტყვა „ზანგი“ სავარაუდოდ არაბული ენიდან შემოვიდა. პირველად ტერმინ „ზანგს“ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ ვხვდებით:

ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,
იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.
შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი,
მოახსენა: „გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი“.

[2]

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ზანგის“, როგორც საერთო ეთნიკური სახელწოდების აღმნიშვნელი ტერმინის ხმარება არასწორია, რადგანაც აფრიკის ზანგებს განეკუთვნებიან ბანტუ, აღმოსავლეთ ბანტოიდური, გური, ატლანტური, ნილოტური და სხვ. ენათა ოჯახისა და ჯგუფის ენებზე მოლაპარაკე ხალხები და ტომები.

ამერიკის ზანგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის ზანგები — XVI–XIX საუკუნეებში აფრიკიდან შემოყვანილი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მონათა შთამომავლები. მათი დიდი ნაწილი თეთრი, ნაწილობრივ ინდიელი მოსახლეობის ნარევია. ლაპარაკობენ ინგლისურ, პორტუგალიურ, ესპანურ, ფრანგულ, ჰოლანდიურ ენებზე. მათგან 2/3-ზე მეტი მულატია. აშშ-ში მოსახლეობის (325 719 178 მლნ., 2017)[3] დაახლ. 13.3%-ია ზანგი, ბრაზილიაში — 50%-მდე.[4] დანარჩენი უმეტესად კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებშია თავმოყრილი. ზოგიერთ ქვეყანაში ზანგები შედიან ძირითადი მოსახლეობის — ამერიკელების (აშშ), ბრაზილიელების, კუბელების, ვენესუელელების, კოლუმბიელების, პუერტორიკელების და სხვ. ხალხთა შემადგენლობაში. XX საუკუნეში ამერიკის ქვეყნების ზანგები (სოციალისტური კუბის გარდა) წარმოადგენდნენ მშრომელთა ყველაზე დაჩაგრულ ფენას. მიუხედავად იმისა, რომ 60-იან წლებში თანასწორი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში ზანგებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ფაქტობრივად მაინც განიცდიდნენ სეგრეგაციას (უმეტესობა ცხოვრობდა ე. წ. შავ გეტოში) და დისკრიმინაციას როგორც სამუშაოზე მიღებისას, ისე შრომის ანაზღაურების, განათლების, სამედიცინო მომსახურების და სხვა სფეროში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Народы Америки, т. 1–2, М., 1959;
  • Фостер У. З., Негритянский народ в истории Америки, пер. с англ., М., 1955;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]