ალექსანდროვკის მირქმის ეკლესია
ალექსანდროვკის მირქმის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ალექსანდროვკა |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | გ. ვასილევი |
თარიღდება | 1902-1911 |
ალექსანდროვკის მირქმის ეკლესია (რუს. Церковь Сретения Господня) — მართლმადიდებლური ტაძარი სტანიცა ალექსანდროვკაში (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონის შემადგენლობაშია). მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.
მისამართი: 344048, რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქ. დონის როსტოვი, ბავშვთა ქუჩა № 124 (ალექსანდროვკა).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1777 წელს დონი როსტოვთან ახლოს დაარსდა სტანიცა ალექსანდროვკა, რამდენიმე ხნის შემდეგ აქ გადასახლდნენ კაზაკები დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრიდან. ციხესიმაგრეში ისინი ლოცულობდნენ პოლკის ეკლესიაში, რომელიც იყო მიქაელ მთავარანგელოზის სახელობისა.
გადასახლების შემდეგ 1778 წელს გადაწყვიტეს ალექსანდროვკაში მთავარანგელოზის ეკლესიის გადატანაც. 1800 წელს ეკლესიას მიაშენეს ქვის სამრეკლო ძველი ხის სამრეკლოს ნაცვლად. თვით დაძველებული ეკლესიაც გადაკეთეს. გაუკეთეს ქვის ფუნდამენტი და აკურთხეს 1800 წლის 29 სექტემბერს.
1896 წელს ძველი ეკლესია დაანგრიეს და ააშენეს ახალი ქვის ეკლესია. დღემდე ეს ეკლესია შემონახული არაა. სტანიცა ალექსანდროვკაში მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის გარდა მოქმედებდა ხის ეკლესია უფლის მირქმის სახელობისა.
XX საუკუნის დასაწყისში ხის ეკლესია დაძველდა, გადაწყვიტეს შეეგროვებინათ თანხები და აეგოთ ახალი ხის ეკლესია. ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1907 წელს არქიტექტორ გ. ვასილევის პროექტის მიხედვით.
ახალი ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1911 წელს, ამავე წელს მოხდა მისი კურთხევა. ეკლესიის არქიტექტურა ტრადიციულია დონელი კაზაკებისათვის: მთავარ დასავლეთის შესასვლელზე დაშენებულია სამრეკლო, კუთხეებში კუთხის საკურთხევლებია განთავსებული.
ალექსანდროვკის მირქმის ეკლესია დაიხურა 1930-იან წლებში. მის კედლებში განათავსეს საწყობი. 1943 წელს ეკლესიაში აღსდგა ღვთისმსახურება.
ამჟამად ეს მოქმედი ეკლესიაა. მისი გუმბათი ლურჯი საღებავითაა შეღებილი, მასზე აღმართულია მოოქროვილი მართლმადიდებლური ჯვარი, გვერდითი გუმბათებიც მოოქროვილია. ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა.
ეკლესიის წინამძღვარია ალექსი (ოსიაკი)[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ростов-на-Дону. Церковь Сретения Господня.
- Церковь Сретения Господня დაარქივებული 2017-01-10 საიტზე Wayback Machine.
- Храм во имя Сретения Господня г. Ростов-на-Дону დაარქივებული 2017-02-02 საიტზე Wayback Machine.