ალექსანდრე ძაგანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე ძაგანია (დ. 27 თებერვალი, 1914 — გ. 22 იანვარი, 1987) — ქართველი ხმის ოპერატორი.

დაიბადა 1914 წლის 27 თებერვალს. გარდაიცვალა 1987 წლის 22 იანვარს. 1934-1937 წლებში. მუშაობდა კავშირგამბულობის მექანიკოსად, "თბილისის კინოსტუდიაში"- ოპერატორის ასისტენტად. 1941-1945 წლებში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს დაუბრუნდა კინოს, კინოსტუდიის ქრონიკის სექტორში (შემდგომში - ქდსპფ სტუდია) ჩაწერა 300-მდე სამეცნიერო- პოპულარული და დოკუმენტური ფილმი, მათ შორის: "ბრიუსელის მსოფლიოს გამოფენა", "მსოფლიო ტაშს უკრავს", "ნაირსართულიანი ამერიკა", "პარიზი, პარიზი", "ურუგვაი", "ინკების ქვეყანაში", "საქართველო: "ლეგენდები და სინამდვილე", "ესპანეთის ძიებაში" ( გ.ასათიანი), "თეთრი მელია"(ა. ჯალიაშვილი), "სახლი მწერვალზე" (შ. მარტაშვილი), "ნატო ვაჩნაძე" (შ. მარტაშვილი), "ლადო გუდიაშვილი" (ნ. ნენოვა, გ. წულაია), "მტკვრის კვალდაკვალ" (ი. კანდელაკი), "სვეტიცხოველი" (ო. ჭიაურელი), "უშბაზე ძლიერნი" (ბ. კრეპსი), "ქართული არქიტექტურა" (შ. ხომერიკი), "ნაძალადევი" (ლ. სიხარულიძე), "ქვაში ამეტყველებული საუკუნეები" (ი. მგელაძე), "სერგო ქობულაძე" (ო. გურგენიძე), "ალავერდი" (კ. კერესელიძე), "ლოცმანი" (გ. ალექსანდრია) და სხვ. ხმის ოპერატორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული კინო, 1896-2011, თბ., 2011, გვ. 207

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]