შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე პოპოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე პოპოვი
რუს. Александр Попов
დაბ. თარიღი 4 (16) მარტი, 1859[1]
დაბ. ადგილი კრასნოტურინსკი[1]
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი, 1905 (13 იანვარი, 1906)[1] (46 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2] [1] [3]
დასაფლავებულია ლიტერატორსკიე-მოსტკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
რუსეთი[4]
საქმიანობა ფიზიკოსი[3] [5] , გამომგონებელი, ინჟინერი და პედაგოგი[3] [5]
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ელექტროტექნიკური უნივერსიტეტი[6] და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ელექტროტექნიკური უნივერსიტეტი[7]
ალმა-მატერი Perm Theological Seminary, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი[8] და Yekaterinburg Seminary
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი
ჯილდოები წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი და Medal In memory of Alexander III
ხელმოწერა

ალექსანდრე სტეფანეს ძე პოპოვი [რუს. Александр Степанович Попов; დ. 4 (16) მარტი, 1859, კრასნოტურინსკი — გ. 31 დეკემბერი, 1905 (13 იანვარი, 1906), სანქტ-პეტერბურგი] — რუსი ფიზიკოსი და ელექტროტექნიკოსი, პროფესორი. ითვლება რადიოს ერთ-ერთ პიონერად. 1895 წელს რუსეთის ფიზიკა-ქიმიის საზოგადოებას თავისი გამოგონება, რადიომიმღები, წარუდგინა.

პეტერბურგის უნივერსიტეტში პოპოვი ელექტრომაგნეტიზმმა გაიტაცა. 1883 წელს ის აქვეყნებს თავის პირველ მეცნიერულ ნაშრომს, რომელიც დინამომანქანის მოქმედებას შეეხება. ეს იყო 12 წლით ადრე რადიოს გამოგონებამდე. 1883 წელს პოპოვი მუშაობას იწყებს კრონშტადტის ოფიცერთა სანაღმო სკოლაში ლაბორანტის თანამდებობაზე და ამავე დროს კითხულობს უმაღლესი მათემატიკის კურსს. ამ სკოლაში მუშაობამ დიდად შეუყო ხელი პოპოვს რადიოს გამოგონებაში, ვინაიდან უსადენო კავშირგაბმულობით ყველაზე მეტად ფლოტი იყო დაინტერესებული. 1887 წელს მან მონაწილეობა მიიღო ექსპედიციაში, რომელიც დაკვირვებებს ახდენდა მზის დაბნელებაზე. 1893 წელს მას გზავნიან საერთაშორისო გამოფენაზე ჩიკაგოში, სადაც III საერთაშორისო ელექტროტექნიკური კონგრესი მიმდიარეობდა. 1889 წელს გამოქვეყნდა ჰაინრიხ ჰერცის ცნობილი შრომა ელექტრომაგნიტური ტალღების შესახებ. პოპოვი იყო ერთი იმ პირველთაგანი, ვინც ეს ცდები უსადენო კავშირგაბმულობის შექმნის შესაძლებლობის თვალსაზრისით შეაფასა და შეუდგა ამ თავისი იდეის პრაქტიკულად განხორციელებას. 1895 წლის 7 მაისს პოპოვმა პირველად საჯაროდ გამოსცადა თავისი გამოგონება — რადიო. 1897 წელს პოპოვი უკვე აწარმოებდა გადაცემას კრონშტადტის სანაპიროსა და ხომალდს შორის 640 მეტრის მანძილზე.

1899 წლის დეკემბერში რადიო პირველად გამოიყენეს ჯავსნოსანი გემის „გენერალ-ადმირალი აპრაქსინის“ გადასარჩენად, რომელიც წყალქვეშა კლდეს დაეჯახა და დაზიანდა კუნძულ გელგოლანდთან. ამჯერად რადიოკავშირი განხორციელდა 44 კმ მანძილზე.

  • ბებიაშვილი შ., „ალექსანდრე პოპოვი“ ː კრ. „ფიზიკოსების შესახებ“, ტ. IV, თბ., 1980, გვ. 151-157
  • მეცნიერებისა და ტექნიკის ისტორიიდან, ჟურ. „მეცნიერება და ტექნიკა“, N3, თბ., 1949, გვ. 45-46

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 3 4 Большая российская энциклопедия. Электронная версияБольшая российская энциклопедия, 2016.
  2. Попов Александр Степанович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. 1 2 3 Catalog of the German National Library
  4. Deutsche Nationalbibliothek Land // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  5. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #121156672 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  6. А.С. Попов – Э. Дюкрете. Письма и документы. 1898–1905 гг.СПб: 2009. — С. 36. — 340 с.
  7. Игоревна З. Л., Анатольевич П. М., Урвалов В. А. Летопись жизни и деятельности Александра Степановича ПоповаСПб: Санкт-Петербургский государственный электротехнический университет «ЛЭТИ» им. В.И.Ульянова (Ленина), 2008. — С. 529. — 560 с. — ISBN 5-7629-0936-0
  8. Юсупов Р. М. Развитие информатики и информационных технологий в Санкт-Петербурге (Ленинграде) // История информатики и кибернетики в Санкт-Петербурге (Ленинграде). Вып.1. Яркие фрагменты историиСПб: Наука, 2008. — С. 34. — 356 с. — ISBN 978-5-02-025358-2