ალექსანდრე მამუჩაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე გიორგის ძე მამუჩაშვილი (მამუჩევი)ქართველი ფოტოგრაფი, ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის — დიმიტრი ერმაკოვის მოწაფე. ვლადიკავკაზელი ფოტოგრაფის ლეონტი როგოზინსკის დამხმარე.

1902 წელს მონაწილეობდა ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიციაში ფოტოგრაფად. ექვთიმე თაყაიშვილი ძალიან დადებითად იხსენიებს მას „მაშინ ფოტოგრაფი გამომადგა ძალიან მარჯვე და შესაანიშნავად იმუშავა: ერმაკოვის მოწაფე იყო დიღმელი, გვარად მამუჩაშვილი“[1]. იმავე ექსპედიციის ანგარიშში მამუჩაშვილზე თაყაიშვილი წერს, რომ ის იყო როინაშვილის ფოტოგრაფიის გამგე[2][3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Попов А. П., Словарь - справочник. Российские фотографы (1839-1930), Т. 1, 2013, გვ. 788

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]