ლეონტი როგოზინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეონტი ეგნატეს ძე როგოზინსკი (რუს. Леонтий Игнатьевич Рогозинский; დ. 1864, კიევი — გ. 15 აპრილი, 1904) — რუსი ფოტოგრაფი. მოღვაწეობდა ვლადიკავკაზში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონტი როგოზინსკი დაიბადა კიევში 1864 წელს და წარმოადგენდა პოდოლსკის გუბერნიის წარჩინებულ გვარს. მისი მამა ეგნატე სამხედრო მოხელე იყო, დედა — მარია გორბაჩოვა. 1880-იან წლებში, ოცი წლის ასაკში ლეონტი თავის უმცროს ძმასთან, იოსებთან ერთად ვლადიკავკაზსში გადავიდა. იოსები აფთიაქარი, ხოლო ლეონტი — ფოტოგრაფი გახდა. 1889 წლის 18 თებერვალს ლეონტიმ გახსნა ფოტოსალონი ალექსანდროვსკის გამზირზე ლადიჟინსკის სახლში. ოთხი წლის შემდეგ, 1893 წელს ლეონტიმ გახსნა მისი მეორე ფოტოსალონი „ფოტოგრაფიული ამხანაგობა“ («Фотографическое Товарищество») ბოკოვის სახლში. დაახლოებით იმ პერიოდში დაოჯახდა და ოჯახთან ერთად ვოზდვიჟენსკის ქუჩაზე გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე.

1897 წელს პირველი რუსეთის საყოველთაო აღწერაში მონაწილეობის გამო დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით.

1894 წელს გახდა სტატისტიკის კომიტეტის ნამდვილი წევრი და გ. ვერტეპოვთან ერთად იმოგზაურა კავკასიაში, რათა ფირზე აღებეჭდათ იმდროინდელი ხალხის ყოფა. მოიარეს ოსეთი, ინგუშეთი და ჩეჩნეთი. იმავე წელს გამოჩენილმა ფოტოგრაფმა მონაწილეობა მიიღო პარიზის გამოფენში, სადაც „კავკასიის ხედებში“ მედლით დაჯილდოვდა. ორი წლის შემდეგ კი რუსეთის სამეწარმეო-სამხატვრო გამოფენაზე, ალბომისთვის „კავკასიის ხედები და ტიპები“ მიიღო ვერცხლის მედალი[1][2].

ლეონტი როგოზინსკი გარდაიცვალა 1904 წელის 15 აპრილს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вертепов Г.А. «В горах Кавказа»

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. РФЖ-96, с. 191, статья «Фотография на Всероссийской выставке в Н.-Новгороде»
  2. ФЛ-96, ст. 426, письмо 2-е о фотоотделе на Всероссийской Нижегородской выставке 1896 г.