შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე კოსოვოროტოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე კოსოვოროტოვი
სრული სახელი ალექსანდრე ივანეს ძე კოსოვოროტოვი
დაბადების თარიღი 1868
დაბადების ადგილი ნიჟნე-ჩირსკაია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1912
გარდაცვალების ადგილი ლესნოი, რუსეთის იმპერია
საქმიანობა პროზაიკოსი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია

ალექსანდრე კოსოვოროტოვი (რუს. Александр Иванович Косоворотов; დ. 1868, ნიჟნე-ჩირსკაია, რუსეთის იმპერია1912, ლესნოი, რუსეთის იმპერია) — რუსი პროზაიკოსი, პუბლიცისტი და დრამატურგი.

ალექსანდრე კოსოვოროტოვი 1868 წელს სტანიცა ნიჟნე-ჩირსკაიაში, ოჯახის ექიმ ივანე კოსოვოროტოვის ოჯახში დაიბადა. დედის გარდაცვალების შემდეგ მამასთან ერთად ნოვოცერკასკში ცხოვრობდა, იქვე დაამთავრა გიმნაზიაც. ბავშობიდანვე ჰქონდა ფერწერული და მუსიკალური შესაძლებლობები. პატარა ბიჭი ქმნიდა რომანსებს და ხატავდა პორტრეტებს.

1893 წელს კოსოვოროტოვმა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაამთავრა. სწავლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა პეტერბურგში კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიაში. სამხედრო სამსახურის შემდეგ მუშაობდა სახელმწიფო ორგანოებში, დაკავებული იყო ლიტერატურული საქმიანობით.

გარკვეული დროის განმავლობაში თანამშრომლობდა გაზეთთან „Новое время“ (ქართ. ახალი დრო). იქ ის აქვყნებდა თეატრალური და კრიტიკულ სტატიებს. 1901 წლიდან ალექსანდრე კოსოვოროტოვი საფრანგეთში ცხოვრობდა, იყო გაზეთ „Новое время“-ს პარიზის კორესპონდენტი, თუმცა, ტუბერკულოზით დაავადების გამო დეპრესიას უჩიოდა. ქალაქი გაზეთის რედაქციასთან შეთანხმების გარეშე დატოვა. მოგზაურობდა იტალიასა და კორსიკაში. ფულად დახმარებას სთხოვდა რედაქტორს, გამომცემელსა და დრამატურგს ალექსეი სუვორინს.

1902 წელს ალექსანდრე კოსოვოროტოვი რუსეთში დაბრუნდა. დაკავებული იყო გაზეთ „Русь“-ის (ქართ. რუსეთი) ორგანიზებით, წერდა სტატიებს რუსეთ-იაპონიის ომის შესახებ. თანამშრომლობდა გამოცემებთან „Театр“ (ქართ. თეატრი), „Обозрение театров“ (ქართ. თეატრების მიმოხილვა) და „Всемирном вестнике литературы“ (ქართ. ლიტერატურის მსოფლიო მაცნეში).

გარდაიცვალა (თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე) 1912 წელს სანქტ-პეტერბურგის სიახლოვეს, დასახლება ლესნოიში. დაკრძალულია ვოლკოვსკის სასაფლაოზე.

  • Астапенко М. П., Астапенко Г. Д., Астапенко Е. М. Казачья доля — Дон, степь да воля. Ростов н/Д, 2014., 320 с.: ил. ISBN 978-5-87259-806-0

ინტერნეტ-რესურსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]