ალექსანდრე გობრონიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გობრონიძე.

ალექსანდრე ამბროსის ძე გობრონიძე (დ. 17 ოქტომბერი, 1925, სოფ. ლიხაური, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 2004) — ქართველი პედაგოგი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1987). 1991–1996 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1946 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე, 1957–1964 წლებში — ლიხაურის საშ. სკოლის დირექტორად, 1964 წლიდან — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანად. 1975 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის პედაგოგიური კათედრის გამგე. იკვლევდა პედაგოგიური თეორიისა და ისტორიის პრობლემებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ცხოვრებასთან სკოლის კავშირის პრობლემა ი. გოგებაშვილის პედაგოგიკურ მემკვიდრეობაში, ბათ., 1965;
  • ი. გოგებაშვილი და აჭარა, ბათ., 1970;
  • ახალგაზრდობის ზნეობრივი აღზრდა ბათ., 1976;
  • მომავალ მასწავლებელთა მომზადება, ბათ., 1984;
  • პედაგოგიკა (დამხმარე სახელმძღვანელო), ბათ., 1996;
  • აღზრდის ფილოსოფიური საფუძვლები. დამხმარე სახელმძღვანელო, ბათ., 1997.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]