ალექსანდრეს სამლოცველო
ალექსანდრეს სამლოცველო | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 47°12′27″ ჩ. გ. 38°56′39″ ა. გ. / 47.20750° ჩ. გ. 38.94417° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | მართლმადიდებლობა |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | ტაგანროგი |
ფუნქციური სტატუსი | დანგრეული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1886 |
ალექსანდრეს სამლოცველო (რუს. Александровская кампличка) — ყოფილი მართლმადიდებლური სამლოცველო ტაგანროგში. ააგეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ზე 1866 წლის 4 აპრილის თავდასხმის შემდეგ მისი გადარჩენის აღსანიშნავად. მდებარეობდა ბერძნების ქუჩისა და ვორონცოვის აღმართის გადაკვეთაზე.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი თავდასხმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ზე (1818-1881 წწ.) მოხდა 1866 წლის 4 აპრილს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. ტავდასხმა განახორციელა რუსმა რევოლუციონერ-ტერორისტმა დიმიტრი კარაკოზოვმა (1840-1866 წწ.). კარაკოზოვს მიაჩნდა, რომ მეფის მკვლელობით მოსახლეობას სოციალურ რევოლუციამდე მიიყვანდა.
1866 წელს ტაგანროგის ქალაქისთავის გადაწყვეტილებით წინამძღვარმა თევდორე პოკროვსკიმ, ისე, რომ სასულიერო ზემდგოი ორგანოებიდან არ მიუღია ბრძანება, აკურთხა ეკლესიის მშენებლობის სავარაუდო ადგილი. ამის გამო წინამძღვარი პოკროვსკი გადააყენეს მიძინების ტაძრის წინამძღვრის თანამდებობიდან, მაგრამ 1867 წელს მას დანაშაული მოუხსნეს და დააბრუნეს მიძინების ტაძარში.
ტაგანროგის მოსახლეობამ ალექსანდრე II-ის სიცოცხლის გადარჩენის აღსანიშნავად 1866 წელს[1] დაიწყეს ვორონცოვის აღმართის მარჯვენა მხარეს დაიწყეს ქვის სამლოცველოს მშენებლობა. წინამძღვარმა თევდორე პოკროვსკიმ აკურთხა მშენებლობის ადგილი. ტაძარი იყო გუმბათიანი და მასზე გამოსახული იყო ჯვრები.
ყოველი წლის 4 აპრილს, ალექსანდრე II-ის სიცოცხლის გადარცენის აღსანიშნავად იმართებოდა ფართო მასების საზეიმო მსვლელობა. სამლოცველოში აღევლინებოდა ლოცვა.
1881 წელს ტერორისტული აქტის შედეგად იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ ტაძარში ღვთისმსახურება შეწყდა. დროტა განმავლობაში შენობა მიატოვეს და მასში დასახლდნენ უსახლკაროები. ტაგანროგელებმა არაერთხელ სცადეს მიექციათ ზემდგომთა ყურადღება და გადაერჩინათ ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ.
1929 წელს ადგილობრივ ვაჭრებს შესთავაზეს ალექსანდრეს სამლოცველო გაეხსნათ წიგნების მაღაზია, მაგრამ მოუვლელობისაგან ეკლესიის შენობის მდგომარეობა გაუარესდა. 1929 წელს ეკლესია დაანგრიეს. ეკლესიის ადგილზე კი ააშენეს ათსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Орлов Г.Н. Памятники архитектуры, истории и культуры Таганрога на старых открытках и фотографиях / Орлов Г.Н., Найговзин Л.И., Цымбал А.А. – Таганрог: «Лукоморье», 2004. – 192 с. ISBN 5-901565-11-8
- Энциклопедия Таганрога. Гл. ред. В. И. Тимошенко, 1998. Изд.: Антон. ISBN: 588040174
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Александровская кампличка დაარქივებული 2014-03-25 საიტზე Wayback Machine.
- Памятники архитектуры, истории и культуры Таганрога на старых открытках и фотографиях დაარქივებული 2017-01-02 საიტზე Wayback Machine.
- Таганрог. Часовня Александра Невского