შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრეს არქიპელაგი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრეს არქიპელაგი (ინგლ. Alexander Archipelago) — კუნძულთა ჯგუფი წყნარი ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. მატერიკიდან გამოყოფილია ლინის ყურით.[1] არქიპელაგის მახლობლად მდებარეობს ალასკის შტატის დედაქალაქი ჯუნო. არქიპელაგის ეკონომიკა დაფუძნებულია ტურიზმზე, თევზჭერასა და ხე-ტყის დამუშავებაზე.

არქიპელაგი აღმოაჩინა რუსმა მეზღვაურმა 1741 წელს, სახელი კი ეწოდა მოგვიანებით ალექსანდრა ბარანოვის პატივსაცემად, რომელიც აშშ-ში რუსული დასახლებების მმართველი იყო. მან 1799 წელს არქიპელაგი ფორმალურად შეუერთა რუსეთის იმპერიას. მისი სახელი დაერქვა ასევე კუნძულ ბარანოვსაც. 1867 წელს არქიპელაგი ალასკასთან ერთად რუსეთმა აშშ-ს მიჰყიდა.

კუნძულები წარმოადგენენ წყალქვეშა ქედის მწვერვალებს, რომლების კანადისა და ალასკის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობენ. კუნძულები ერთმანეთისგან ღრმა ყურეებითაა დაშორებული. ყველაზე დიდი კუნძულებია ჩიჩაგოვა, ვრანგელი, ბარანოვა, რევილიაჯიჯედო, კუპრეიანოვა, პრინც უელსის კუნძული, კუიუ და ეტოლინი. კუნძულები დაფარულია ხშირი ტყის მასივით, აქვთ საკმაოდ მდიდარი ფაუნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lynn Canal. Encyclopædia Britannica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-24. ციტირების თარიღი: 2011-01-02.