იუნონა (კოსმოსური ხომალდი)
იუნონა | |
---|---|
ოპერატორი | NASA / JPL |
საიტი | |
მისიის ხანგრძლივობა |
სრული 6 წელი მგზავრობა: 5 წელი კვლევები: 20 თვე |
ტექნიკური მახასიათებლები | |
ცარიელის მასა | 3625 კგ |
სიმძლავრე | 400 ვატი (იუპიტერზე) |
კვების წყაროები | მზის ენერგია, 2ცალი 55-ა/სთ-იანი ლითიუმ-იონის ბატარეა |
ექსპედიცია | |
დაწყების თარიღი | 2011 წ. 5 აგვისტო 16:25:00 UTC |
დასრულების თარიღი | 2018 წ. თებერვალი |
მისიის დასრულება | |
დასრულების თარიღი | 2018 წ. თებერვალი |
იუნონა (ინგლ. Juno) — NASA-ს კოსმოსური ხომალდი, რომელიც მოგზაურობს იუპიტერის ორბიტაზე. იუნონა გაუშვეს კანავერალის კონცხის საავიაციო სადგურიდან (ინგ. Cape Canaveral Air Force Station) 2011 წლის 5 აგვისტოს. არის ნაწილი New Frontiers პროგრამის. იუნონა იუპიტერის ორბიტაზე გავიდა 2016 წლის 4 ივლისს.[1] [2][3] კოსმოსური ხომალდი ამჟამად არის იუპიტერის პოლარულ ორბიტაზე. მის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენს იუპიტერის აგებულების შესწავლა, გრავიტაციული, მაგნიტური ველისა და პოლარული მაგნეტოსფეროს კვლევა. იუნონა ასევე ეძებს პასუხებს კითხვებზე თუ, როგორ ჩამოყალიბდა პლანეტა, ამის კვლევა ხდება ქვიანობის, ატმოსფეროში წყლის შემცველობის შესწავლით, მასის გადანაწილების დადგენით, ქარების შესწავლით, რომელთა სიჩქარე საშუალოდ 618 კილომეტრია საათში.[4]
ჯუნო მეორე კოსმოსური ხომალდია, რომელიც გავიდა იუპიტერის ორბიტაზე, მისი წინამორბედი იყო გალილეო, რომელიც იუპიტერს გარს უვლიდა 1995 - 2003 წლებში. კოსმოსური ხომალდი იუნონა ფუნქციონირებს მზის ენერგიაზე, რომელიც ძირითადად დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების ენერგიით მომარაგების მექანიზმს წარმოადგენს. დედამიწის ორბიტაზე შორს მიმავალი ხომალდები რადიოაქტიური იზოტოპის თერმოელექტრონულ გენერატორებზე ფუნქციონირებს ხოლმე. თუმცა იუნონას სამი მზის მასივის ფრთა, თამაშობს უდიდეს როლს, როგორც მის სტაბილურობაში ასევე ენერგიით უზრუნველყოფაში. [5]
კოსმოსური ხომალდის სახელი მოდის ბერძნულ-რომაული მითოლოგიიდან. "ღმერთმა იუპიტერმა გარშემო შემოირტყა ღრუბლები, რათა დაემალა საკუთარი ვნება და ხასიათი, თუმცა მის მეუღლეს იუნონას შეეძლო განეჭვრიტა ღრუბლებს მიღმა და დაენახა იუპიტერის ნამდვილი სახე".[6] სახელწოდება JUNO ასევე შეიძლება გავიგოთ, როგორც აბრევიატურა NASA - ს მისიის სრული სახელწოდების JUpiter Near-polar Orbiter.[7]
ზოგადი მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯუნოს დაასრულა ხუთწლიანი სვლა იუპიტერისაკენ და დანიშნულების ადგილზე მივიდა 2016 წლის 4 ივლისს. [2] ხომალდის განვლილი მანძილი იუპიტერამდე დამრგვალებით 2.8 მილიარდი კილომეტრია.[8] იუნონა 37-ჯერ შემოუვლის იუპიტერს 20 თვიანი ექსპედიციის ფარგლებში. [1] [9] ხომალდმა სასურველი ტრაექტორიის მისაღწევად გამოიყენა დედამიწის გრავიტაცია სიჩქარის ასაკრებად, დედამიწის ორბიტიდან გავიდა და თითქმის დედამიწასთან ერთად მოძრაობდა მზის გარშემო 2013 წლის ოქტომბრიდან, [10] 2016 წლის 5 ივლისს ხომალდმა შეასრულა იუპიტერის ორბიტაზე შესასვლელი წვა, რათა სიჩქარე შეემცირებინა. იუნონა შეასრულებს ორ 53-დღიან შემოვლას იუპიტერის გარშემო, ამის შემდეგ 19 ოქტომბერს მოხდება კიდევ ერთი წვა, რათა ხომალდი მოხვდეს 14-დღიან პოლარულ ორბიტაზე.
პოლარულ ორბიტაზე მოხვედრის შემდეგ, ინფრაწითელი და მიკროტალღური ინსტრუმენტები დაიწყებენ ფუნქციონირებას და გაზომავენ იუპიტერის ატმოსფეროდან გამოსხივებულ თერმორადიაციას. ეს დაკვირვებები სრულყოფს წინა კვლევებს იუპიტერის შემადგენლობისა, კერძოდ შეიქმნება ღრმა წარმოდგენა ამ პლანეტაზე წყლისა და ჟანგბადის განაწილებასა და რაოდენობაზე. ინფორმაცის მოგვაწოდებს ადეკვატურ შეფასებას იუპიტერის წარმოშობაზე. იუნონა ასევე გამოიკვლევს კონვექციას, რომელიც ამოძრავებს ძირითად ცირკულაციებს იუპიტერის ატმოსფეროში. სხვა მოწყობილობებით ხომალდი მოაგროვებს ინფორმაციას იუპიტერის გრავიტაციასა და პოლარულ მაგნიტოსფეროზე.
იუნონას მისია გეგმით უნდა დასრულდეს 2018 წლის თებერვალში, 37-ჯერ ორბიტაზე შემოვლის შემდეგ. ამ დროისათვის ხომალდი ორბიტიდან გამოვა, რათა დაიწვას პლანეტის ატმოსფეროში[1][9] და ამით თავიდან იქნას აშორებული იუპიტერის რომელიმე ბუნებრივ თანამგზავრთან შეჯახება. [11]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.nasa.gov/mission_pages/juno/main/index.html
- https://twitter.com/NASAJuno
- http://missionjuno.swri.edu/
- https://www.youtube.com/playlist?list=PLTP7oKl8qFmlbOL-RqEbQAzin2t4sSBkx
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Chang, Kenneth (July 5, 2016). "NASA’s Juno Spacecraft Enters Jupiter’s Orbit". New York Times. Retrieved July 5, 2016.
- ↑ 2.0 2.1 Chang, Kenneth (June 28, 2016). "NASA’s Juno Spacecraft Will Soon Be in Jupiter’s Grip". New York Times. Retrieved June 30, 2016.
- ↑ Dunn, Marcia (August 5, 2011). "NASA probe blasts off for Jupiter after launch-pad snags". MSN. Retrieved August 31, 2011
- ↑ Winds in Jupiter's Little Red Spot almost twice as fast as the strongest hurricane
- ↑ "NASA – Juno's Solar Cells Ready to Light Up Jupiter Mission" დაარქივებული 2020-04-26 საიტზე Wayback Machine. . www.nasa.gov. Retrieved October 4, 2015.
- ↑ "NASA's Juno Spacecraft Launches to Jupiter" დაარქივებული 2020-04-26 საიტზე Wayback Machine. . NASA. August 5, 2011. RetrievedAugust 5, 2011
- ↑ "Mission Acronyms & Definitions" დაარქივებული 2020-09-25 საიტზე Wayback Machine. (PDF). NASA. Retrieved April 30, 2016
- ↑ Dunn, Marcia (August 1, 2011). "NASA going green with solar-powered Jupiter probe". USA Today
- ↑ 9.0 9.1 Greicius, Tony (September 21, 2015). "Juno – Mission Overview" დაარქივებული 2018-09-07 საიტზე Wayback Machine. . NASA. Retrieved October 2, 2015
- ↑ "NASA's Shuttle and Rocket Launch Schedule". NASA. RetrievedFebruary 17, 2011
- ↑ Juno Mission Profile & Timeline Archived November 25, 2011, at the Wayback Machine