ალდე კაკაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალდე კაკაბაძე (დ. 18 ოქტომბერი, 1932, თბილისი — გ. 31 იანვარი, 2016) — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1976). საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1987). ღირსების ორდენის კავალერი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1964 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე. კაკაბაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალური ოსტატობა, მასალის, კოლორიტის, პროპორციების ფაქიზი შეგრძნება, მკაფიოდ გამოსახული ეროვნულობა, პოეტურობა. ნამუშევრები:„საქორწილო დოქი“ (1966, სსრკ მხატვართა კავშირი), „ხევსური ქალის პორტრეტი“ (1977, საქართველოს სურათების გალერეა), „ჩიტებიანი დოქი“ (1973, სსრკ მხატვართა კავშირი) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 467-468.
  • ვინ ვინაა საქართველოში, ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 165
  • წიგნი ღირსებისა, ტ. 3, თბ., 2001, გვ. 281

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]