მალდროუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალდროუ
მწვერვალი დენალი, მყინვარი მალდროუ მოჩანს ქვედა მარჯვენა მხარეს
მწვერვალი დენალი, მყინვარი მალდროუ მოჩანს ქვედა მარჯვენა მხარეს
კოორდინატები: 63°15′38″ ჩ. გ. 150°26′14″ დ. გ. / 63.26056° ჩ. გ. 150.43722° დ. გ. / 63.26056; -150.43722
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ალასკა
სიგრძე 50 კმ
სიგანე 2,2 კმ
ტიპი ხეობური
მალდროუ — ალასკა
მალდროუ

მალდროუ (ინგლ. Muldrow Glacier) — დიდი მყინვარი აშშ-ში, ალასკის შტატში. მოქცეულია დენალის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მდებარეობს ალასკის ქედზე, მწვერვალ დენალის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. სიგრძე 50 კმ. მის სათავედ ჰარპერის მყინვარი გვევლინება. მალდროუ ეშვება დენალის მწვერვალიდან და მოძრაობს ძირითადად აღმოსავლური მიმართულებით, იერთებს რა მარჯვნიდან ტრალეიკისა და ბრუქსის მყინვარებს, ხოლო შემდეგ უხვევს ჩრდილოეთისაკენ და ტოვებს ალასკის ქედს და დასაბამს აძლევს მდინარე მაკ-კინლის.[1] მთავრდება 745 მ სიმაღლეზე. მყინვარს სახელი უწოდა გეოლოგმა ალფრედ ჰალზ ბრუქსმა გეოლოგ რობერტ მალდროუს პატივსაცემად 1902 წელს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Map of Denali National Park and Preserve
  2. Muldrow Glacier. Geographic Names Information System. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-17. ციტირების თარიღი: 2018-05-07.