ალან პაკულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალან პაკულა
Alan J. Pakula.jpg
ალან პაკულა
დაბ. თარიღი ალან ჯეი პაკულა
7 აპრილი, 1928
ბრონქსი, ნიუ-იორკი
გარდ. თარიღი 19 ნოემბერი, 1998
მელვილი, ნიუ-იორკი
საქმიანობა კინორეჟისორი
პროდიუსერი
დრამატურგი
მეუღლე(ები) ჰოუპ ლენგი (1963–71)
ჰანა კონ ბურსტინი (1973–98)

ალან ჯეი პაკულა (ინგლ. Alan Jay Pakula; დ. 7 აპრილი, 1928, ნიუ-იორკი — გ. 19 ნოემბერი, 1998, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკში, პოლონეთიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში. თავისი ჰოლივუდური კარიერა დაიწყო Warner Bros.-ში, როგორც პროდიუსერის ასისტენტმა ანიმაციურ კინოში. 1957 წელს შედგა მისი როგორც პროდიუსერის დებიუტი. იყო აგრეთვე პროდიუსერი ფილმისა „ნუ მოკლავ ჯაფარას“, რომელიც 1962 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული. 1957-1968 წლებში თანამშრომობდა რეჟისორ რობერტ მალიგანთან. 1969 წელს პაკულამ გადაიღო თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „უნაყოფო გუგული“, სადაც მთავარი როლი შეასრულა ლაიზა მინელიმ. აქვს გადაღებული მრავალი ცნობილი ფილმი. მის მიერ გადაღებული ორი ფილმი: „სოფის არჩევანი“ და „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა“ ნომინირებული იყო ოსკარზე. ორჯერ იყო დაქორწინებული. ალან პაკულა ტრაგიკულად დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევისას, 1998 წლის 19 ნოემბერს.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]