ალაბუღა
იერსახე
ალაბუღა Алабуга | |
---|---|
ქვეყანა | ყირგიზეთი |
სიგრძე | ≈180 კმ |
აუზის ფართობი | 5 880 კმ² |
— სათავე, — შესართავი |
ალაბუღა (ყირგ. Алабуга) — მდინარე ყირგიზეთში. წარმოადგენს მდინარე ნარინის მარცხენა შენაკადს ყირგიზეთის ნარინის ოლქში. სათავეს იღებს ტორუგართ-თოოს ქედის ჩრდილოეთ და ჟამან-თოოს ქედის სამხრეთ ფერდობებზე.
მდინარის აუზი, დაახლოებით, 5 880 კმ²-ს შეადგენს, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან — 3 290 მეტრს, წყლის საშუალო წლიური ჩამონადენი — 31 მ³-ს წამში, ხოლო საშუალო სპეციფიკური ჩამონადენი — 8,35 ლ/წმ × კმ²-ს.[1]
მდინარის გასწვრივ არსებული დასახლებებია: ქოშ-დობო, ჯერგეთალი და კონგორჩოქი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Hydrological Characteristics of Naryn River and its tributaries (in Russian). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-18. ციტირების თარიღი: 2016-01-02.
|