აკოსტა (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
აკოსტა
Acosta
მონაცემები
დიამეტრი 13.1 კმ
უდიდესი სიღრმე 2900 მ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი კრისტობალ აკოსტა
დამტკიცებულია IAU (1976)
მდებარეობა
5.65° ს. გ. 60.14° ა. გ. / 5.65° ს. გ. 60.14° ა. გ. / -5.65; 60.14
ციური სხეული მთვარე
აკოსტა (მთვარის კრატერი) — მთვარე
აკოსტა (მთვარის კრატერი)
აკოსტა ვიკისაწყობში

კრატერი აკოსტა (ლათ. Acosta), ლანგრენ C (ლათ. Langrenus C) — მცირე დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ნაყოფიერების ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა პორტუგალიელი ექიმისა და ბუნების ისტორიკოსის კრისტობალ აკოსტას პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1976 წელს).

კრატერის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრატერი აკოსტა მთვარის რელიეფზე. ფოტო Lunar Reconnaissance Orbiter

კრატერ აკოსტას ჩრდილოეთით მდებარეობს კრატერი ვები; დასავლეთით — ნაონობუს, ატვუდისა და ბილჰარცის კრატერები; სამხრეთით — კრატერი ლანგრენი[1]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 5°39′S 60°08′E / 5.65° ს. გ. 60.14° ა. გ. / -5.65; 60.14, დიამეტრია 13.1 კმ[2], სიღრმე 2.9 კმ[3].

კრატერს აქვს სწორი წრიული თასის ფორმა, ბრტყელი ფსკერის მცირე მონაკვეთით. ზვინულის სიმაღლე მიმდებარე ტერიტორიის ზემოთ არის 490 მ. მორფოლოგიური მახასიათებლების მიხედვით კრატერი მიეკუთვნება BIO ტიპს.

1976 წლამდე სანამ დაარქმევდნენ მის ამჟამინდელ სახელს, ის წარმოადგენდა სატელიტურ კრატერს სახელწოდებით „ლანგრენ C“.

სატელიტური კრატერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატელიტური კრატერები არ გააჩნია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Кратер Акоста на карте LAC-80.. ციტირების თარიღი: 2020-06-23
  2. Справочник Международного Астрономического Союза. ციტირების თარიღი: 2020-06-23
  3. John E. Westfall’s Atlas of the Lunar Terminator, Cambridge Univ. Press (2000). ციტირების თარიღი: 2012-12-12