აკი კაურისმიაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკი კაურისმიაკი
Aki Kaurismäki.jpg
აკი კაურისმიაკი 2012 წელს
დაბ. თარიღი აკი ოლავი კაურისმიაკი
4 აპრილი 1957
ორიმატილა, ფინეთი
საქმიანობა სცენარისტი
პროდიუსერი
რეჟისორი

აკი ოლავი კაურისმიაკი (ფინ. Aki Kaurismäki; დ. 4 აპრილი 1957) — ფინელი სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი.

დაიბადა ქალაქ ორიმატილაში, იორმა და ლეენა კაურისმიაკის ოჯახში; აკის გარდა, ოჯახში კიდევ სამი ბავშვი იზრდებოდა. მამამისი ბიზნეს-საქმიანობით იყო დაკავებული, დედამისი ტურისტულ ბიუროში მუშაობდა. 1981 წელს აკიმ, ძმასთან, მიკასთან ერთად დააარსა კინოკომპანია Villealfa, რომელმაც სახელი მიიღო ჟან-ლიუკ გოდარის ფილმის „ალფავილის“ მიხედვით. 1981 წელს კაურისმიაკიმ გადაიღო დოკუმენტური ფილმი როკ-მუსიკის შესახებ „საიმა-მოვლენა“. 1980-იანი წლების დასაწყისში აკიმ, მიკა კაურისმიაკის სადებიუტო ორი ფილმისთვის დაწერა სცენარი („მატყუარა“, 1981„ და უვარგისები“, 1982). აკი კაურისმიაკიმ 1983 წელს საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმი „დანაშაული და სასჯელი“. მისი ფილმების დიდი ნაწილის მოქმედება ქალაქ ჰელსინკიში მიმდინარეობს. 1988 წელს გადაიღო ფილმი „არიელი“, რომელმაც მიიღო ფიპრესი. 2002 წელს საკუთარი სცენარის მიხედვით შექმნა ფილმი „ადამიანი წარსულის გარეშე“, რომელმაც 2002 წელს კანის კინოფესტივალზე მიიღო გრან-პრი და ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის 2003 წელს. 2006 წელს გადაიღო კრიმინალური დრამა „გარეუბნების შუქი“, რომელიც წარდგენილი იყო კანის კინოფესტივალზე 2006 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]