აკაკი მგელაძე (მსახიობი)
იერსახე
აკაკი დიომიდეს ძე მგელაძე (დ. 10 აგვისტო, 1912, ზომლეთი — გ. თებერვალი, 1985) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1957).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წლიდან მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო თეატრში. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები: მაზრის უფროსი (შ. დადიანის „გუშინდელნი“), გირგოლა ( ყაზბეგის „მამის მკვლელი“), ხევისბერი (ს. შანშიაშვილის „ხევისბერი“), ბეგლარი (კ. კალაძის „როგორ“), ხარიტონოვი (ბ. ლავრენიოვის „მეზღვაურები“), კომანდორი (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“), კლავდიუსი (შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში „მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ“ და „მე მოვედი“.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქაბზინაძე, ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 526.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკაკი მგელაძე (მსახიობი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ეროვნული ფილმოგრაფია დაარქივებული 2020-04-06 საიტზე Wayback Machine.