აკაკი დვალიშვილი (რეჟისორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკაკი (კაკო) დვალიშვილი
დაბადების თარიღი 23 იანვარი, 1922
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 2008 (86 წლის)
საქმიანობა თეატრის რეჟისორი
მეუღლე(ები) მარინე თბილელი
შვილ(ებ)ი ბაია დვალიშვილი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1958)
ღირსების ორდენი (1997)

აკაკი (კაკო) დვალიშვილი (დ. 23 იანვარი, 1922, თბილისი — გ. 30 აპრილი, 2008) — ქართველი თეატრის რეჟისორი. კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე (1973–1990), სარეჟისორო კოლეგიის თავმჯდომარე (1959-დან), საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში. 1944 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის (ამჟამინდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ელექტროტექნიკური ფაკულტეტი; შემდგომში კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1949 წელს დაინიშნა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში რეჟისორის ასისტენტად; 1959 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დირექტორად; 1961 წელს იყო კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, პარალელურად 1967 წელს ასრულებდა კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის და 1973 წელს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოვალეობას; მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, დაარსდა კინომსახიობთა თეატრსტუდია, ჟურნალი „ალმახანი“; მის მიერ დადგმულ სპექტაკლთა შორის აღსანიშნავია: ი. ჭავჭანიძის „თბილისელი ქალიშვილი“ (1951), ნ. გოგოლის „ბანქოს მოთამაშენი“ (1952), ს. კლდიაშვილის „დღესასწაული საკრაულაში“ (1953), ვ. კანდელაკის „სარეველა“ (1953), მ. ჯაფარიძის „ჩვენებურები“ (1956); 1955 წელს მიენიჭა დამდგმელი რეჟისორის პირველი კატეგორია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]