აიშე სოისალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აიშე სოისალი
თურქ. Ayşe Soysal
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1948(1948-06-24) (75 წლის)
დაბ. ადგილი სტამბოლი
მოქალაქეობა  თურქეთი
საქმიანობა მათემატიკოსი და პოლიტიკოსი
მუშაობის ადგილი ბოსფორის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მიჩიგანის უნივერსიტეტი და სტამბოლის რობერტის კოლეჯი

აიშე სოისალი (თურქ. Ayşe Soysal; დ. 24 ივნისი, 1948) — თურქი მათემატიკოსი. 2004-2008 წლებში, იგი ბოსფორის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიშე სოისალი დაიბადა 1948 წლის 24 ივნისს, სტამბოლში. 1967 წელს, მან სტამბოლის გოგონათა ამერიკული კოლეჯი დაამთავრა. 1971 წელს, სოისალმა წარჩინებით დაამთავრა სტამბოლის რობერტ-კოლეჯის ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტები და ბაკალავრის ხარისხი მიიღო.

განათლების მიღება, სოისალმა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო. 1973 წელს, მიჩიგანის უნივერსიტეტში, მან მაგისტრის, ხოლო 1976 წელს — დოქტორის ხარისხი მიიღო მათემატიკაში.

1976 წელს, იგი ბოსფორის უნივერსიტეტის მათემატიკური განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. პედაგოგიური საქმიანობის მანძილზე, მან სტუდენტებისადმი თავაზიანი და მეგობრული დამოკიდებულების მქონე მასწავლებლის რეპუტაცია მოიპოვა. 1981 წელს, იგი დოცენტი, ხოლო 1991 წელს — პროფესორი გახდა. 2009 წლიდან, სოისალი კოჩის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, როგორც მათემატიკური განყოფილების დამატებითი პროფესორი.

აიშე სოისალს, ხელოვნებათა და მეცნიერებათა სკოლის ვიცე-დეკანის მათემატიკური განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობებიც ეკავა. 1992-2004 წლებში, იგი ხელოვნებათა და მეცნიერებათა სკოლის ხელმძღვანელად აირჩიეს, ოთხი თანმიმდევრული სემესტრის ვადით. აგრეთვე, იგი წარადგენდა ბოსფორის უნივერსიტეტს უნივერსიტეტთაშორის საბჭოში (Universiteler Arasi Kurul) და მინიჭებული ჰქონდა იუნესკოს თურქული ფრთის სამმართველოს წევრობა.

2004 წელს, სოისალი ბოსფორის უნივერსიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს. იგი პირველი ქალი გახდა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დაიკავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Second Degree Cohomology of Finite Orthogonal Groups, I, Jour. Alg. Vol. 56, 1979.
  • The Second Degree Cohomology of Finite Orthogonal Groups, II, Jour. Alg. Vol. 56, 1980.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]