აირიბაბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აირიბაბა
კოორდინატები: 37°50′00″ ჩ. გ. 66°34′00″ ა. გ. / 37.83333° ჩ. გ. 66.56667° ა. გ. / 37.83333; 66.56667
ქვეყანა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
სიმაღლე 3137 
ქედი კუგითანგთაუ
აირიბაბა — თურქმენეთი
აირიბაბა
აირიბაბა — უზბეკეთი
აირიბაბა

აირიბაბა (თურქმ. Beýik Saparmyrat Türkmenbaşy belentligi; უზბეკ. Ayribobo сho‘qqisi) — კუგითანგთაუს ქედის უმაღლესი წერტილი, სიმაღლე ზღვის დონიდან 3139 მეტრია[1] (ზოგიერთი წყაროს მიხედვით - 3137 მ[2]). მწვერვალი მდებარეობს თურქმენეთის ლებაპის ველაიათში, ქოითენდაღის ეტრაპში.

მთა გამოირჩევა ციცაბო ფერდობებით. აღმოსავლეთი კალთა წარმოადგენს ფლატეს, რომელიც თითქმის მიუწვდომელია ადამიანისთვის, რის გამოც, თურქმენეთის და უზბეკეთის სახელმწიფო საზღვრის ეს მონაკვეთი არ არის დაცული.

მთის ფერდობი დაფარულია ღვიით. კლიმატი ზომიერია. ნოემბრიდან მაისამდე, მწვერვალი თოვლითაა დაფარული. წლიური ნალექი დაახლოებით 400 მმ-ია.

მთის ფერდობებზე მდებარეობს კუგითანგთაუს ნაკრძალი.

2004 წელს მწვერვალის თურქმენული სახელი აირიბაბა (Aýrybaba) შეიცვალა Beýik Saparmyrat Türkmenbaşy belentligi (თურქმენბაშის პიკი).[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]