ათარის ნასახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ათარის ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ათარაში.

ათარის ნასახლარი ითხრებოდა 1976-1978 წლებში. ნასახლარი ბუნებრივი ბორცვის თხემზეა განლაგებული, ერთფენიანია და კულტურული ნაშთები კორდოვანი შრის ქვეშ, მონაცრისფრო ჰუმუსოვან თიხნარში გვხვდება. კულტურული ფენის სისქეა 30-45 სმ. დაფიქსირდა მიწატკეპნილი მოედნები. აღმოჩენილია კერამიკის ფრაგმენტები და ქვის მასალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26567