ათარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ათარი
დაბ. თარიღი 1142
დაბ. ადგილი ნიშაბური, სელჩუკთა სახელმწიფო
გარდ. თარიღი არაუადრეს 1190 და არაუგვიანეს 1229
გარდ. ადგილი ნიშაბური, მონღოლთა იმპერია
საქმიანობა ფილოსოფოსი, პოეტი, მწერალი, აფთიაქარი, ბიოგრაფი, მისტიკოსი და Sufi
ენა სპარსული ენა[1]
მოქალაქეობა Flag of Iran.svg ირანი
Magnum opus ფრინველთა საუბარი, Tazkirat al-Awliya, Mokhtar-nameh და Book of secrets

ფარიდ ალ-დინ მოჰამედ იბნ იბრაჰიმ ათარი (სპარს. فَریدالدّین ابوحامِد محمّد عطّار نِیشابوری; დ. 1119, 1136, 1142 ან 1145 — გ. ვარაუდით 1229) — სპარსელ-ტაჯიკი პოეტი, სეფიური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ნიშაბურელ მოქალაქეს, ხელობით მეაფთიაქეს, საკმაოდ ფართო განათლება მიუღია. მისი შემოქმედება გამსჭვალულია მისტიური თეოსოფიის იდეებით. ძირითადი თემა — ღვთისადმი მისტიური სიყვარული, აბსოლუტური ჭეშმარიტების ძიება თვითშემეცნებისა და საკუთარი თავის ღვთაების წილად მიჩნევის გზით — ათარის თხზულებები შენიღბულია ალეგორიით. ამ მხრივ საყურადღებოა პოემები „ფრინველთა საუბარი“ (დაახლ. 1175), „ბულბულის წიგნი“ და სხვ. IX–XII საუკუნეების პოეტთა და სწავლულთა შესახებ მეტად საინტერესო ფაქტობრივი ცნობების შემცველია მისი „ღვთიური წიგნი“, პროზაულ „წმინდანთა ისტორიაში“ კი სუფი მოღვაწეების ცხოვრებაა გადმოცემული. ათარის ცნობილი ნაწარმოებებია აგრეთვე „დარიგებათა წიგნი“, „ზეაღსვლის წიგნი“, „თავისუფალის წიგნი“, ლირიკული ლექსების კრებული და სხვ.; ათარის შემოქმედება მოლკლორული მასალის სიუხვითა და ფორმის სისადავით გამოირჩევა. მისმა ლიტერატურულმა მოღვაწეობამ უდიდესი გავლენა მოახდინა როგორც ირანის, ისე მეზობელი ქვეყნების სუფიური ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე (ჯალალ ალ-დინ რუმი, ნავოი და სხვ.).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бертельс Е. Э., Суфизм, и Суфийская литература, Избр. труды, [т. 3], М., 1965.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.