აზირუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზირუს გზავნილი ამურუდან ფარაონისათვის

აზირუამარნის წერილიდან ცნობილი მმართველი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა ამურუდან. მისი მმართველი იყო ძვ. წ. 1340 წლიდან ძვ. წ. 1315 წლამდე. ხეთების რეფორმატორი ფარაონის ეხნატონის (ამენჰოტეპ IV-ის) თანამედროვე. თავი გაითავისუფლა ეგვიპტელების ბატონობისაგან, მაგრამ შემდეგ გახდა ხეთების ვასალი და გახდა მათი ინტერესების გამტარებელი რეგიონში.

აზირუ იყო ამურუს მეფის, აბდი-აშირტას ვაჟი და მამის მსგავსად ისიც ატარებდა პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის დამოუკიდებლობას. თავის წერილებში ფარაონ ამენჰოტეპ IV-ისადმი, მან დაარწმუნა ეს უკანასკნელი ეგვიპტის ერთგულებაში. აზირუს დანაყოფებმა აიღეს ჩრდილოეთ ბიბლოსის ქალაქები ამია, არდატა ირკატა და ვახლია. შემდეგ იგი დაემუქრა სირიის ქალაქებს კატნას, ტუნიპს, ნიიას და სიმირას. ქალაქი სიმირა იყო ბიბლოსის მეფე რიბ-ადის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრი. აზირუს მიერ ქალაქ სიმირის აღების შემდეგ, მან მოახერხა და ქალაქიდან გააძევა მეფე რიბ-ადი, რომელიც ასევე ითვლებოდა ფარაონის მოკავშიირედ რეგიონში.

მიუხედავად იმისა, რომ რიბ-ადი მრავალ წერილს აგზავნიდა ეგვიპტის ფარაონის კარზე, რათა ეჩვენებინა აზირუს მაქინაციები და მის წინააღმდეგ აემხედრებინა ფარაონი, მაინც ვერაფერი ვერ მოახერხა, რადგან აზირუს ეგვიპტეში ძლევამოსილი მფარველი ჰყავდა — „ჩრდილოეთის ქვეყნების მმართველი“ დუდუ. მისი დახმარებით ფარაონმა აზირუ დანიშნა ამურუს ახალ მმართველად. ამავე დროს მან მიიღო ფარაონის მოწვევა თებეს სასახლეში, რათა დაემტკიცებინა მისადმი მორჩილება. მიზეზად წერილში ასახელებდა ხეთების მეფე სუფილულიუმა I-ის სიახლოვეს, რომელიც მიდიოდა სალაშქროდ სირიაში.

ეგვიპტეში ხანგრძლივად ყოფნის პერიოდში, დუდუს დახმარებით საბოლოოდ მოახერხა ფარაონის დარწმუნება მისადმი ერთგულებაში და გაათავისუფლეს[1]. დაახლოებით ძვ. წ. 1320 წელს მან ხეთების სამეფოსთან დადო ვასალური ხელშეკრულება.

აზირუ გარდაიცვალა ხეთების მეფე მურსილი II-ის მმართველობის მეშვიდე წელს. გარკვეული დროით ტახტზე ავიდა მისი ვაჟი არი-ტესუპი, ხოლო შემდეგ შვილიშვილი დუპი-ტესუპი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wolfgang Helck: Aziru. В: Wolfgang Helck (изд.): Lexikon der Ägyptologie (LÄ). Band I, Harrassowitz, Wiesbaden 1975, ISBN 3-447-01670-1, Sp. 587–588.
  • Moran, William L. The Amarna Letters. Johns Hopkins University Press, 1987, 1992. ISBN 0-8018-6715-0

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Healy, Mark (1993). Qadesh 1300 B.C, Clash of the Warrior Kings. Osprey Publishing; Osprey Campaign Series #22. ISBN 978-1-85532-300-1.