აზერბაიჯან-ნიდერლანდების ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯან-ნიდერლანდების ურთიერთობები
Map indicating locations of Azerbaijan and Netherlands

აზერბაიჯანი

ნიდერლანდები

აზერბაიჯან-ნიდერლანდების ურთიერთოებები აღნიშნავს დიპლომატიურ ურთიერთობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ნიდერლანდებს შორის. აზერბაიჯანის საელჩო ნიდერლანდებში ჰააგაშია განთავსებული, ხოლო ნიდერლანდების საელჩო აზერბაიჯანში, ბაქოშია გახსნილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი

ნიდერლანდების სამეფომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა 1991 წლის 31 დეკემბერს აღიარა. 1992 წლის 1 აპრილს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დამყარდა. 2005 წლის 20 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ნიდერლანდების სამეფოში საელჩოს გახსნის შესახებ.[1]

2009 წლის 26 ივნისს ნიდერლანდების მთავრობამ აზერბაიჯანში საელჩოს გახსნა გადაწყვიტა და იმავე წლის აგვისტოში ეს პოსტი ჩეხეთის რესპუბლიკაში ნიდერლანდების ელჩმა, ლუკას ფონ ჰორნმა დაიკავა. 2010 წლის 16 აგვისტოს აზერბაიჯანში ნიდერლანდების სამეფოს ახალი ელჩი დაინიშნა. აზერბაიჯანში ნიდერლანდების ამჟამინდელი ელჩი არის ონო კერვერსი.[2][3]

დიპლომატიური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ოთხი მემორანდუმია დადებული: „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“ (1998 წლის 24 აპრილი); „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურსა და ნიდერლანდების სამეფოს რეპატრიაციის სამსახურს შორის არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ“ (2009 წლის 1 ივლისი); „ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნიდერლანდების სამეფოს იუსტიციის სამინისტროს შორის არაოპერაციული ურთიერთთანამშრომლობის სფეროში“ (2010 წლის 10 აგვისტო); „ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და ნიდერლანდების სამეფოს ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის წყლის რესურსების მენეჯმენტთან დაკავშირებით (2014 წლის 6 ნოემბერი).

აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ნიდერლანდებს შორის ექვსი შეთანხმებაა დადებული: „შეთანხმება აზერბაიჯანსა და ნიდერლანდებს შორის საჰაერო ტრანსპორტის შესახებ“ (1996 წლის 11 ივლისი); „შეთანხმება საერთო ადმინისტრაციული მხარდაჭერის შესახებ“ (2002 წლის 30 იანვარი); „ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და ნიდერლანდების სამეფოს შორის“ (2002 წლის 22 თებერვალი); „ურთიერთანამშრომლობის შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და ნიდერლანდების სამეფოს იუსტიციის სამინისტროს შორის“; „შეთანხმება საერთაშორისო ავტო გადაზიდვების შესახებ“ (2004 წლის 25 მაისი).

ეკონომიკური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიდერლანდების ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი

აზერბაიჯანსა და ნიდერლანდებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ორი ქვეყანა ურთიერთთანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: მრეწველობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, ჯანდაცვა, ეკოლოგია და სხვ.

აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში ევროპის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგოუსაფრთხოების სფეროში. ნიდერლანდების 100 კომპანიაზე მეტი აზერბაიჯანში ოპერირებს. ეს კომპანიები აზერბაიჯანში ფინანსების, მრეწველობის, მშენებლობის, მომსახურების, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და სხვ. სფეროებში მოღვაწეობენ.

ამჟამად აზერბაიჯანის ეკონომიკაში ნიდერლანდების პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 670 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ბოლო წლებში აზერბაიჯანსა და ნიდერლანდებს შორის ყოველწლიურმა სავაჭრო მოცულობამ 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანის მთავარი საექსპორტო პროდუქტებია ნავთობი და ბუნებრივი აირი. აზერბაიჯანი ნიდერლანდების სამეგოსთან თანამშრომლობს აფშერონის ტბების, მათ შორის ბოიუკშორის ტბის რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით.[4]

თანამშრომლობა სხვა სფეროებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანი და ნიდერლანდები 2013 წლიდან თანამშრომლობენ ენერგომენეჯმენტის სფეროში. პროგრამას აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლა ახორციელებს. ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიასთან თანამშრომლობით აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ყოველწლიური სემინარები იმართება, რომლებსაც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები უძღვებიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Zaken, Ministerie van Buitenlandse. (March 31, 2017) 25th anniversary of the establishment of diplomatic relation between the Netherlands and Azerbaijan - News item - netherlandsandyou.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 3, 2019. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 9, 2020.
  2. Data. www.mfa.gov.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-03. ციტირების თარიღი: 2019-11-25.
  3. Zaken, Ministerie van Buitenlandse. (April 3, 2017) Netherlands embassy in Azerbaijan - Azerbaijan - netherlandsandyou.nl.
  4. Azerbaijan-Netherland Business Forum held in Baku | AzPromo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-03. ციტირების თარიღი: 2020-10-09.