აზერბაიჯან-კანადის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯან-კანადის ურთიერთობები
Map indicating locations of Azerbaijan and Canada

აზერბაიჯანი

კანადა

აზერბაიჯან-კანადის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთიობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და კანადას შორის.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი

1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო კონსტიტუციური აქტი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, 1991 წლის 25 დეკემბერს, კანადამ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა ცნო. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 აგვისტოს დამყარდა.[1] 2004 წელს ოტავაში აზერბაიჯანის საელჩოს გახსნის შემდეგ თურქეთში კანადის ელჩი, აზერბაიჯანის ელჩადაც დაინიშნა.[2]

პარლამენტთაშორისი ურთიერთობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის ნოემბერში კანადაში კანადა-აზერბაიჯანის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომლის თავმჯდომარედაც კანადის საპარლამეტო კონსერვატიული პარტიის წევრი, ბარი დევოლინი დაინიშნა.[3][4] აზერბაიჯანის მილი მეჯლისში პარლამენტთაშორის ურთიერთობებს აზერბაიჯან-კანადის სამუშო ჯგუფი უზრუნველყოფს. სამუშაო ჯგუფი 2000 წლის 5 დეკემბერს დააარსა და მის ხელმძღვანელად სამურ ნოვრუზოვი დაინიშნა. 2016 წლის 4 მარტიდან ჯგუფს ფუად მურადოვი ხელმძღვანელობს.[3][4]

უმაღლესი დონის შეხვედრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსუა-ფილიპ ჩამპონი

2006 წლის 27-28 მარტს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, არაზ აზიმოვი კანადას ეწვია.[5]

2010 წლის 16 აპრილს კანადის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის ევროპული ბიუროს დირექტორი, რობერტ ჰეიგი აზერბაიჯანს ეწვია.[5]

2010 წლის სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 65-ე გენერალურ ასამბლეაზე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ლოურენს ქენონი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი ერთმანეთს შეხვდნენ.[5]

2016 წლის 9 მარტს კანადის პარლამენტში კანადა-აზერბაიჯანის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის დროს მეგობრობის ჯგუფის მათ შორის, თავმჯდომარის, ვიცე-პრეზიდენტების, მდივნებისა და დირექტორების უფლებები და პასუხისმგებლობები განისაზღვრა. კანადის პარლამენტის კონსერვატიული პარტიის წევრი, ჯეიმი შმეილი მეგობრობსი ჯგუფის თავმჯდომარედ დაინიშნა. შეხვედრების დროს აზერბაიჯანსა და კანადას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.[5]

ეკონომიკური თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის 7 სექტემბერს აზერბაიჯანსა და კანადას შორის ორმაგი გადასახადების აღმოფხვრისა და გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციის შესახებ კონვენციას მოეწერა ხელი. კანადური ფირმები აქტიურად მონაწილეობენ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირისა და ნავთობის სექტორში. 2004 წელს ორმრივი ვაჭრობის მაჩვენებელი 12.6 მილიონ კანადურ დოლარს გაუტოლდა.[6]

2008 წელს აზერბაიჯანიდან კანადაში იმპორტის მაჩვენებელი 1 168 295 000 აშშ დოლარს გაუტოლდა. იმავე წელს კანადიდან აზერბაიჯანში ექსპორტმა 19.713 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2010 წელს აზერბაიჯანიდან კანადაში ექსპორტმა 542 მილიონი შეადგინა, რაც 2009 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით აზერბაიჯანში კანადიდან შემოტანილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება 31 მილიონიდან 20 მილიონამდე შემცირდა.[2]

აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის განცხადებით, 2013 წლის იანვარ-მარტში აზერბაიჯანსა და კანადას შორის სავაჭრო მიმოცვლამ მხოლოდ 2.47 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

კულტურული კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 12-14 სექტემბერს მონრეალში, კანადაში „აზერბაიჯანის კინოფესტივალი“ გაიმართა.[7] მომდევნო წლის 24-25 ოქტომბერს აზერბაიჯანის სახალხო არტისტის, ფირანგიზ ალიზადეს კონცერტი სახელწოდებით „ოიანი“ გაიმართა. 2016 წლსი 26 თეებრვალს კალგარის უნივერსიტეტში „ხოჯალის გენოციდისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა“, რომელიც აზერბაიჯანის კულტურის საზოგადოებისა და კალგარის უნივერსიტეტის სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Embassy of Azerbaijan in Canada. Azerbaijan-Canada relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-05. ციტირების თარიღი: Oct 3, 2011.
  2. 2.0 2.1 Government of Canada. Canada-Azerbaijan relations. ციტირების თარიღი: Oct 3, 2011.
  3. 3.0 3.1 Azerbaijan-Canada Relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-21. ციტირების თარიღი: 2020-10-03.
  4. 4.0 4.1 Azerbaijan - Canada relations- Friendship groups. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-13. ციტირების თარიღი: 2020-10-03.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Canada - Azerbaijan Relations.
  6. McRae, Donald (2007). Canadian Yearbook of International Law 2005. University of British Columbia Press, გვ. 599. ISBN 978-0-7748-1359-4. 
  7. 7.0 7.1 Embassy of the Republic of Azerbaijan to Canada-Events. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-01. ციტირების თარიღი: 2020-10-03. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name ":3" defined multiple times with different content; $2