აზერბაიჯანული კამეჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აზერბაიჯანის სსრ-ში კამეჩების გავრცელების სქემა 1930-იანი წლიბის შუა ხანებში.

მეკამეჩეობა აზერბაიჯანში მეცხოველეობის მნიშვნელოვანი დარგია. ასე რომ, 1990 წელს სსრკ-ის არსებული კამეჩების 70% აზერბაიჯანში იყო აღრიცხული.[1] აზერბაიჯანის კამეჩების მთლიანი რაოდენობის 63% კოლექტიური მუშების კერძო საკუთრებაში, ასევე თანამშრომლებისა და მუშების საკუთრებაში არსებობდა.[2] პოსტ-საბჭოთა პერიოდში, აზერბაიჯანში კამეჩების რაოდეობამ კლება დაიწყო. 2013 წელს ქვეყანაში 265 ათასი კამეჩი არსებობდა.[3]

პოპულაციის დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანული კამეჩი — აზიური კამეჩის მოშინაურებული ქვესახეობაა. მისი საშუალო მხრის სიმაღლე 130-132 სანტიმეტრს, დახრილი სხეულის სიგრძე 138-142 სანტიმეტრს, გულმკერდის ნაწილში 187-191 სანტიმეტრს შეადგენს.[4] თავი უხეში და შედარებით პატარაა. კამეჩის შუბლი მოკლე, საკმაოდ ფართო და ამოზნექილია. კეფა და თავის წინა ნაწილი წაგრძელებულია. აქვს დიდი რქები, რომელიც ძირითადად მიმართულია უკან, ხოლო რქების ზედა ზედაპირი ნეკნიანია, ქვედა — მომრგვალებული; რქების დასაწყისში — რგოლებია. კამეჩის რქებზე რგოლების რაოდენობის მიხედვით, შეგვიძლია განსაზღვროთ შობადობის რაოდენობა. კბილების რაოდენობა იგივეა, რაც პირუტყვს. კისერი გრძელი, ვიწრო და თხელი აქვს. ზურგი მოკლე და ფართოა. წელი გრძელი, ფართო და სწორია. მკერდის ჩაღრმავებულია, საშუალო სიგანის. მუცელი მოცულობითია. კუდი შეიძლება იყოს სხვადასხვა სიგრძის. ცური საშუალო თასის ფორმისაა, ოთხი საწოვარით.[5]

კამეჩები აზერბაიჯანში ძირითადად სარძეოდ გამოიყვანეს. 1940 წლის ბოლოსთვის, აზერბაიჯანის საცდელი სადგური წლიური წველადობა 543-2048 კგ იყო; რეკორდული წველადობა მიაღწია 3187 კგ და უფრო მეტიც.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Новое в жизни, науке, технике: Сельское хозяйство, Выпуски 1-6. Знание, 1990
  2. Гусейнов А. Ф., Караев Б. К. „Развитие буйволоводства в Азербайджане“. Животноводство 1986.
  3. აზერბაიჯანში კამეჩებს რაოდენობამ დაიკლო // vesti.az
  4. კამეჩი // სასოფლო-სამეურნეო ენციკლოპედია. ტ. 1 (ა — ე) / სარედაქ. კოლეგია: პ. პ. ლობანოვი (მთავ. რედაქ.) [და სხ.]. მესამე , გასწორდა — მ., სასოფლო-სამეურნეო ლიტერატურის სახელმწიფო გამომცემლობა, 1949, გვ. 620
  5. „Буйвол и его производительность в Азербайджане“ [Сб. ст.], «Труды Азербайджанской комплексной опытной станции по животноводству», вып. 4 Под ред. М. Садыхова. Баку 1936. გვ. 10—11