აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლო (აზერ. Azərbaycan Respublikası Ali Məhkəməsi) — უმაღლესი სასამართლო ორგანო, რომელიც აწარმოებს  სამოქალაქო (მათ შორის ეკონომიკური დავების), სისხლის სამართლისა და ზოგად და სპეციალიზებულ საქმეებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანში თანამედროვე სასამართლო სისტემის ისტორია დაიწყო 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან.1990 წლიდან ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში ფუნდამენტური სამართლებრივი სასამართლო რეფორმები განხორციელდა, მაგ. ახალი სამ-ეტაპიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება, რამდენიმე კოდექსის მიღება.

სასამართლო-სამართლებრივი საბჭო, რომელიც შეიცავს საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს, შეიქმნა და აქტიურად მონაწილეობდა მოსამართლეთა შერჩევაში სხვადასხვა ინსტანციებში[1].

უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემადგენლობაში შედიან: სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კოლეგიებისა და მოსამართლეთა თავმჯდომარეები. უზენაესი სასამართლო შედგება პლენუმისა და საკასაციო კოლეგიებისაგან. უზენაეს სასამართლოში აწყობენ სასამართლო კოლეგიებს სამოქალაქო საქმეების, სისიხლის სამართლის საქმეების, სამხედრო საქმეებისა და ეკონომიკური დავების მიხედვით. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 109-ე მუხლის 32-ე პუნქტი განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას.უზენაეს სასამართლოში არსებობს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო. მისი მიზანია სათანადოდ გამოიყენოს კანონები, გააუმჯობესოს კანონმდებლობა და შეიმუშაოს სამეცნიერო წინადადებები.

უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უზენაესი სასამართლო
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე
  • სამოქალაქო კოლეგია
  • ადმინისტრაციულ-ეკონომიკური კოლეგია
  • სისხლის სამართლის კოლეგია
  • სამხედრო კოლეგია
  • უზენაესი სასამართლოს აპარატი
  • უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცია[2]

უზენაესი სასამართლოს პლენუმი და მისი უფლებამოსილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირები, რომლებიც შედიან შედიან უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობაში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გააჩნიათ ერთნაირი უფლებები.

უზენაესი სასამართლოს პლენუმიმ უფლებამოსილია:

  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით, უზენაესი სასამართლოს კოლეგიის სხდომა ჩაატაროს და განსაზღვროს კოლეგიის მოსამართლე;
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს წესდებასა და სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა;
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 130-ე მუხლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით მიმართოს;
  • მიიღოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსამართლეთა ფიცი;
  • დადგენილი კანონის შესაბამისად, განიხილოს სასამართლო-სამართლებრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჩივრები;
  • განაახორციელოს სხვა უფლებამოსილებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით.

პლენუმი იკრიბება სამ თვეში ერთხელ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პლენარულ სხდომას ხელმძღვანელობს. უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მონაწილეობას იღებენ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი და შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი.

საქმის გადახედვისას დამატებითი კასაციის შემთხვევაში ან საქმის განხილვისას ახალი ვითარებების აღმოჩენის შემთხვევაში გარანტირებულია დაცვის მონაწილეობის უზრუნველყოფა. სხდომებზე შეიძლება მოწვეული იყვნენ სხვა პირები.

პლენუმის სხდომის ჩატარების დროზე აფრთხილებენ 10 დღით ადრე. მათ წარუდგენენ გადაწყვეტილების პროექტებსა და სხვა მასალებს.

პლენუმის სხდომა საკმარისად ითვლება, თუ მასში მონაწილეობას იღებს უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრთა ორი მესამედი. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრით. პლენუმის წევრებს არ შეუძლიათ თავი შეიკავონ სასამართლო პროცესზე კენჭისყრისას. უზენაესი სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარე მოსამართლეებთან ერთად თანაბრად იყრის კენჭს. მისი ხმა ბოლოს ფიქსირდება.

უზანაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებს ხელს აწერს თავმჯდომარე.

უზენაესი სასამართლო აპარატი პლენუმის შეხვედრების მომზადების ორგანიზაციულ საქმიანობას ახორციელებს, უზრუნველყოფს პროტოკოლის შენახვას და ატარებს სხვა საჭირო ზომებს პლენუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განსახორციელებლად[3].

კოლეგიის უფლებამოსილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს კოლეგია უფლებამოსილია:

  • სააპელაციო სასამართლოების მიერ განხილულ შემთხვევებზე;
  • ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ შემთხვევებზე;
  • სხვა ზოგადი და სპეციალიზებული სასამართლოების მიერ განხილულ შემთხვევებზე;
  • კანონით დადგენილ შემთხვევებში და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ საკასაციო წესით გათვალისწინებულ შემთხვევებზე;

უზენაესი სასამართლოს კოლეგიები შეისწავლიან სასამართლო სტატისტიკას, სასამართლო პრაქტიკის შეჯამებას, ქმნიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოების მეთოდურ დახმარებას, ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე:

  • უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს მუშაობის ორგანიზებას და სასამართლო აპარატის მუშაობას, უზენაეს სასამართლოში შრომისა და აღმასრულებელი დისციპლინის დაცვას;
  • ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს კოლეგიის სხდომებზე, ინაწილებს კოლეგიებს შორის არსებულ შემთხვევებსა და სხვა მოვალეობებს;
  • უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს წინადადებებს კოლეგიაში მოსამართლეთა დადგენის შესახებ;
  • წყვეტს  აპარატის პერსონალის სამსახურში მიღებასა და გათავისუფლებას, წახალისებასა და დასჯას;
  • ადგენს უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურას, დაკომპლექტებას, ხარჯების შეფასებას;
  • მიმართავს სასამართლო საბჭოს დისციპლინური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდონ აზერბაიჯანში მოღვაწე მოსამართლეებს, ასევე შეუძლიათ მიმართონ მათი უფლებების შეჩერებისთვის;
  • მოითხოვს საქმეებს სასამართლოებიდან;
  • უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს სასამართლო გადაწყვეტილებებს საკასაციო წესით;
  • წარუდგენს უზენაესი სასამართლოს პლენუმს ახლად აღმოჩენილი გარემოებებს;
  • წარმოადგენს უზენაეს სასამართლოს;
  • იწვევს უზენაესი სასამართლოს პლენუმის შეხვედრებს, ადგენს დღის წესრიგს და ხელმძღვანელობს მას, ხელს აწერს პლენუმის გადაწყვეტილებებსა და ადგენს შეხვედრების ოქმებს;
  • აცნობებს უზენაესი სასამართლოს პლენუმს არსებული ვითარების შესახებ  სამართლიანობის განსახორციელებლად;
  • ორგანიზებას უწევს მოსამართლეთა და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას;
  • ორგანიზებას უწევს სასამართლო პრაქტიკის ანალიზს, სასამართლო პრაქტიკის შესწავლასა და განზოგადებას;
  • მეთოდურად ეხმარება სასამართლოებს საკანონმდებლო აქტების სათანადო გამოყენებაში;
  • ორგანიზებას უწევს მოქალაქეების მიღებას სასამართლოში, წინადადებების, განცხადებისა და საჩივრების განხილვას[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Судебная Система Азербайджана. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-17. ციტირების თარიღი: 2018-07-24.
  2. Структура Верховного Суда. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-21. ციტირების თარიღი: 2018-07-24.
  3. Пленум Верховного Суда и его полномочия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-02. ციტირების თარიღი: 2018-07-24.
  4. Полномочия председателя Верховного Суда. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-17. ციტირების თარიღი: 2018-07-24.