აზერბაიჯანის სახელმწიფო ისტორიისა და რელიგიის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის სახელმწიფო ისტორიისა და რელიგიის მუზეუმი
აზერ. Azərbaycan Dövlət Din Tarixi Muzeyi
40°22′09″ ჩ. გ. 49°50′32″ ა. გ. / 40.36942889° ჩ. გ. 49.84249389° ა. გ. / 40.36942889; 49.84249389
დაარსდა 1990
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი http://dintarixi.az/
Map

აზერბაიჯანის სახელმწიფო ისტორიისა და რელიგიის მუზეუმი (აზერ. Azərbaycan Dövlət Din Tarixi Muzeyi) — მუზეუმი აზერბაიჯანში, ბაქოში. მუზეუმში შუქდება ადგილობრივი პირველყოფილი ადამიანების რელიგიური მრწამსი. მუზეუმი იმყოფება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს შექმნილი იქნა აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ბრძანების საფუძველზე ისტორიული ათეიზმის მუზეუმი.

1990 წლის 17 სექტემბერს აზერბაიჯანის რეპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 414 განკარგულების საფუძველზე მუზეუმს გადაერქვა სახელი და ეწოდა რელიგიის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი. 1993 წლის ივნისში მუზეუმი გადატანილი იქნა სამუზეუმო ცენტრში.[1]

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ისტორიული რელიგიის მეცნიერული ფონდი შედგება სამხატვრო ნაწარმოებებისგან, გრაფიკული სახეებისგან, სკულპტურებისგან, წიგნებისგან და ხელნაწერებისგან, ფოტოგრაფიებისგან, გაზეთებისა და ჟურნალებისგან რომლებში არის გამოხატული იუდეური, ბუდისტური, ქრისტიანული და მუსულმანური დოკუმენტაციები. ფონდები მოიცავს 4 ათასს ექსპონატს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Historical museums and reserves. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-20. ციტირების თარიღი: 2018-02-17.