ავტოფელაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამაკაცი ასრულებს ავტოფელაციას

ავტოფელაციაორალური სიმულაციის აქტი, საკუთარი პენისის მასტურბაციის ერთ-ერთი ფორმა. იგი ფიზიკურად შესაძლებელია მამაკაცისათვის, რომელიც საკმარისად ელასტიურია და აქვს საკმარისი ზომის პენისი, ან ორივე ერთად, რათა შესძლოს ავტოფელაცია.[1] ავტოფელაცია პოპულარულია პორნოგრაფიაში.[2][3][4] ხელით მასტურბაციასთან ერთად, ავტოფელაცია შეინიშნება კაპის მიწის ციყვებში (Xerus inauris).[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ეგვიპტოლოგი დეივიდ ლორტონი აღნიშნავს, ეგვიპტეში, მრავალ უძველეს ტექსტში საუბარია ავტოფელაციაზე, როგორც ერთ-ერთ რელიგიურ კომპონენტზე; როგორც ღმერთების სამეფოში, ისე რელიგიური რიტუალების მიმდევრებში.[6][7] ლორტონის თანახმად, პაპირუსში 28, 20–24 არსებობს ლექსი, რომელიც ყვება როგორ შექმნა მზის ღმერთმა რამ ღმერთი შუ და ქალღმერთი ტენფუტი — რამ ავტოფელაციის შემდეგ საკუთარი სპერმა მიწაზე გადმონერწყვა.[6] უძველეს ეგვიპტურ ტექსტებში ამ აქტს ძირითადად ასრულებს ღმერთი ატუმი; ტექსტების უმრავლესობა აღწერს მხოლოდ სპერმის დაღვრას ან მასტურბაციას, მაგრამ არა ორივეს ერთად.[6]

მიშელ ფუკო ძველბერძენი არტემიდორის ნაწარმოებ Oneirocritica-ს აიდენტიფიცირებს როგორც აქტს, როდესაც „[ერთის] სასქესო ორგანო ხვდება ერთის [საკუთარ] პირში“, როგორც საკუთარ თავთან დამყარებული ურთიერთობის ერთ-ერთი სახე სამიდან. არტემიდორის აზრით, ეს „არაბუნებრივი“ აქტი მოასწავებს ერთის ბავშვის სიკვდილს, ერთის სატრფოს დაკარგვას ან უკიდურეს სიღატაკეს.[8]

ფიზიკური ასპექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძალიან ცოტა მამაკაცს გააჩნია საკმარისი ელასტიურობა და იმ ზომის პენისი, რომ ავტოფელაცია შესძლოს.[1] თუმცა, ზოგიერთისთვის ეს შესაძლებელი ხდება ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ, მაგალითად გიმნასტიკის, აკრობატიკის და იოგას შედეგად. ამერიკელი ბიოლოგების — კარლ ბარტლისა და ალფრედ კინსის მონაცემებით, მამაკაცების მხოლოდ 1%-ზე ნაკლებს შეუძლია საკუთარ პენისთან წარმატებული ორალური კონტაქტი, ანუ ათასობით მამაკაცში მხოლოდ 2-3-ს შეუძლია შეასრულოს სრული ავტოფელაცია.[9] წარსულში ავტოფელაცია ბიჰევიორისტული მეცნიერების მიერ მიიჩნეოდა უფრო პრობლემად, ვიდრე სექსუალური პრაქტიკის ნაირსახეობად.[10]

მაგალითები კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტოფელაცია წარმოჩენილია საკმაოდ მცირე რაოდენობის პრონოგრაფიულ ფილმებში. მისი შესრულების უნარი გააჩნია ზოგიერთ მსახიობს, მათ შორისაა რონ ჯერემი 1970-იანი წლების ფილმებში.[11][12] სხვა მსახიობთა შორის არიან სკოტ ო'ჰარა, კოლ იანგბლუდი, სტივ ჰოლმზი და რიკი მარტინესი. ინგლისელი მწერლის, ბრაიან ოლდისის 1970 წელს გამოცემულ ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში „ხელაწეული ბიჭი“, აღწერილია ბრიტანული სკოლა-ინტერნატის მოსწავლე ბიჭების ჯგუფური მასტურბაცია. ერთ ბიჭს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი პენისი აქვს, შეუძლია მინეტი თავად გაიკეთოს.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Savage, Dan. Savage Love, page 242 (Plume 1998).
  2. Ben R. Rogers, Joel Perry, "Going down: the instinct guide to oral sex"; Alyson Publications, 2002; ISBN 1-55583-752-2, ISBN 978-1-55583-752-5.
  3. Linda Williams, "Porn Studies", Duke University Press, 2004; ISBN 0-8223-3312-0, ISBN 978-0-8223-3312-8.
  4. Russell Kick, "Book of lists: subversive facts and hidden information in rapid-fire format"; The Disinformation Company, 2004; ISBN 0-9729529-4-2, ISBN 978-0-9729529-4-1
  5. doi:10.1371/journal.pone.0013060
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  6. 6.0 6.1 6.2 David Lorton. (1995)Autofellatio and Ontology. წაკითხვის თარიღი: 2006-04-15.
  7. Autofellatio. SexInfo101.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 October 2006. ციტატა: „Academic David Lorton says that many ancient texts refer to autofellatio within the religious mythology of Egypt. He also notes that autofellatio was performed during rituals as a result of the sun god Ra’s. . .“ წაკითხვის თარიღი: 2006-10-15.
  8. Foucault, Michel (1984). The History of Sexuality: The Care of the Self, vol.3, p. 24. Translation by Robert Hurley. Pantheon Books, New York.
  9. William Guy, Michael H. P. Finn (1954). "A Review of Autofellatio: A Psychological Study of Two New Cases". Psychoanalytic Review (41): 354–358.
  10. Cavenar JO Jr, Spaulding JG, Butts NT. "Autofellatio: a power and dependency conflict.", Journal of Nervous & Mental Disease. November 1977; p. 356-360.
  11. Nardwuar. (1996-12-27) Nardwuar vs Ron Jeremy. Nardwuar the Human Serviette, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან - 20 November 2006. წაკითხვის თარიღი: 2006-12-25.
  12. Dan Kapelovitz. (January 2001) Because They Can: The Risks and Rewards of Auto-Fellatio. Hustler Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2010-01-23.
  13. Brian W. Aldiss, The Hand-Reared Boy; Weidenfeld & Aldiss, London.