ავთანდილ გუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუნია.
ავთანდილ გუნია
მშობლიური სახელი ავთანდილ გუნია
დაბ. თარიღი 27 სექტემბერი, 1912
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 1997
საქმიანობა ეკონომისტი
დამსაქმებელი Higher Party School at the Central Committee of the CPSU
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ხალხთა მეგობრობის ორდენი, ღირსების ორდენი და მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“
ალმა-მატერი ბაქოს სამხედრო სასწავლებელი, თბილისის რკინიგზის ტექნიკუმი, მოსკოვის პლეხანოვის სახელობის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი,
პოლიტიკური პარტია საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია

ავთანდილ ლევანის ძე გუნია (დ. 27 სექტემბერი, 1912 წელი, თბილისი, — გ. 1997) — ქართველი ეკონომისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, (1962) პროფესორი, (1966). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, (1967), აკადემიკოსი (1979).

აღიზარდა ქართული თეატრის ერთ-ერთი ამაგდარის — ვალერიან გუნიას ოჯახში. 1953-1957 წლებში იყო საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი. შექმნილი აქვს მონოგრაფია „მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ეკონომიკური პრობლემები საქართველოში“ და მრავალი სხვა შრომა ეკონომიკური ზრდის ტემპებისა და პროპორციების საკითხებზე. სიცოცხლის ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის კონცეფციაზე საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პირობებში, იკვლევდა აშშ-თან და სხვა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

იგი დაჯილდოებული იქნა მედლებით: „მამაცური შრომისათვის 1941-1945 წწ. დიდ სამამულო ომში“ (1945), „მოსკოვის დაცვისათვის“ (1946), „მოსკოვის დაარსების 800 წლისთავთან დაკავშირებით“ (1947), „მამაცური შრომისათვის“ (1970). იგი დაჯილდოებული იყო აგრეთვე „ხალხთა მეგობრობის ორდენით“ (1982) და "საქართველოს ღირსების ორდენით“ (1997). 1980 წელს მას მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავთანდილ სილაგაძე და სხვ., ეკონომიკის ენციკლოპედიური ცნობარი, თბილისი 2005, გვ. 171.
  • რამაზ აბესაძე, აკადემიკოს ავთანდილ გუნიას ცხოვრება და მოღვაწეობა, თბილისი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული: ეძღვნება აკადემიკოს ავთანდილ გუნიას დაბადებიდან მე-100 წლისთავს, 2012, V, გვ. 7-14.