ავგაროზ ბანდაისძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
13:50, 26 მაისი 2013-ის ვერსია, SHOTHA (განხილვა | წვლილი) (removed Category:ქართველები using HotCat)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ავგაროზ ბანდაისძე, XIV საუკუნის ქართველი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი. მოღვაწეობდა ქსნის ერისთავების კარზე. გადაუწერია ლარგვისის მონასტრიდან ჩამოტანილი პარაკლიტონი - კრებული, რომელიც შეიცავს კვირის ყოველი დღისათვის განკუთვნილ საეკლესიო საგალობლებს, შეუსრულებია კამარები და მახარებელთა სურათები ქსნის ერისთავის ვირშელის სახარებისათვის. მისივე შედგენილი უნდა იყოს ქსნის ერისთავთა მატიანე "ძეგლი ერისთავთა".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 118, თბ., 1975