ად-დეციმიუმის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ად-დეციმიუმის ბრძოლა
ბიზანტია-ვანდალების ომის ნაწილი
Battle of Ad Decimum - Vandal plan.svg
ვანდალების გეგმა
თარიღი 13 სექტემბერი, 533
მდებარეობა კართაგენის ახლოს
შედეგი ბიზანტიელების გამარჯვება
მხარეები
ბიზანტიის იმპერია ვანდალები
მეთაურები
ველისარიუსი გელიმერი
ძალები
15 000 11 000
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ად-დეციმიუმის ბრძოლაბიზანტია-ვანდალების ომის ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა. გაიმართა 533 წლის 13 სექტემბერს ვანდალების დედაქალაქ კართაგენიდან 16 კილომეტრში ად-დეციმიუმთან. ბრძოლა დასრულდა ბიზანტიელების გამარჯვებით.

ბიზანტიის ჯარს ხელმძღვანელობდა ველისარიუსი, ხოლო ვანდალების ჯარს მეფე გელიმერი. ადგილობრივი ეპისკოპოსისა და ძველი რომაელი დიდებულების მხარდაჭერით ველისარიუსი კართაგენისკენ გაემართა. ვანდალებმა დაიწყეს ჯარის შეგროვება. მათ ვერ მიიმხრეს ჰუნები, რომელთაც დიდძალი საჩუქრები შესთავაზეს. ქალაქის მდიდარი საზოგადოება და ჩრდილოაფრიკელი ვაჭრები ასევე ბიზანტიის მხარეს აღმოჩნდნენ. ვანდალთა მეფის ვარაუდით მას კავალერიისაგან შემდგარი ძირითადი რაზმით ზურგიდან უნდა შეეტია მტრისთვის, მის ძმას ამატას - წინიდან (კართაგენიდან), ხოლო მისი ძმისშვილი გიბამუნდი 2 000 ჯარისკაცით შეტევაზე სამხრეთიდან უნდა გადასულიყო. ამ გზით უნდოდათ ბიზანტიელების განდევნა ზღვიკან და მათი ალყაში მოქცევა. ვანდალების მეთაურებს შორის ნაკლებმა კოორდინაციამ მათი დამარცხება გამოიწვია. ვანდალები შეეცადნენ პარტიზანულ ბრძოლაზე გადართულიყვნენ, მაგრამ მათ წინააღმდეგობას ბოლო მოეღო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]