შინაარსზე გადასვლა

ადრიან მარი ლეჟანდრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადრიან მარი ლეჟანდრი
ფრანგ. Adrien-Marie Legendre
დაბ. თარიღი 18 სექტემბერი, 1752(1752-09-18)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო[7] [2] [8]
გარდ. თარიღი 9 იანვარი, 1833(1833-01-09)[9] (80 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი, საფრანგეთი[7] [9] [2]
დასაფლავებულია Auteuil Cemetery[10] [11]
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა მათემატიკოსი[12] , უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი[13]
მუშაობის ადგილი პოლიტექნიკური სკოლა, პარიზის სამხედრო სკოლა[14] [2] , პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა, გრძედების ბიურო და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია[2]
ალმა-მატერი პარიზის უნივერსიტეტი და ოთხი ერის კოლეჯი[14] [2]
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, სამეფო საზოგადოების წევრი[2] , ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი[2] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და 72 names on the Eiffel Tower[15]
ხელმოწერა

ადრიან მარი ლეჟანდრი (ფრანგ. Adrien-Marie Legendre; დ. 18 სექტემბერი, 1752, პარიზი — გ. 10 იანვარი, 1833, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1783). ლეჟანდრმა დააფუძნა და განავითარა გეოდეზიის გაზომვათა თეორია. მან პირველმა აღმოაჩინა (1805–1806) და გაიყენა გამოთვლებში უმცირეს კვადრატთა მეთოდი. მათემატიკური ანალიზის დარგში შეოიტანა ე. წ. ლეჟანდრის მრავალწევრები, ლეჟანდრის გარდაქმნა და გამოიკვლია I და II გვარის ეილერის ინტეგრალები. ლეჟანდრმა დაამტკიცა ელიფსური ინტეგრალების დაყვანადობა კანონიკერ ფორმებამდე; აღმოაჩინა, რომ შეიძლებოდა მათი გაშლა მწკრივებად, შეადგინა მათი მნიშვნელობების ცხრილები. ლეჟანდრმა სრულად და თანამიმდევრულად გადმოსცა რიცხვთა თეორია. ვარიაციათა აღრიცხვაში დაადგინა ექსტრემუმის არსებობის პირობა. შეადგინა გეომეტრიის ცნობილი სახელმძღვანელო, რომელშიც ამაოდ ცდილობდა დაემტკიცებინა პოსტულატი პარალელური წრფეების შესახებ.

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. SNAC — 2010.
  4. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  6. Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
  7. 7.0 7.1 Лежандр Адриен Мари // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. გრძედების ბიურო — 1795.
  9. 9.0 9.1 Auteuil Cemetery
  10. Find a Grave — 1996.
  11. https://cdn.paris.fr/paris/2022/06/13/21cfa8169a72caecf81fb3b3ad71c227.pdf
  12. Catalog of the German National Library
  13. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  14. 14.0 14.1 Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  15. https://www.toureiffel.paris/fr/le-monument/tour-eiffel-et-sciences