ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი
ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH, ასევე ადრენოკორტიკოტროპინი, კორტიკოტროპინი) — პოლიპეპტიდური, ტროპიკული ჰორმონი, რომელიც წარმოიქმნება და გამოიყოფა წინა ჰიპოფიზის ჯირკვალში.[1] იგი ასევე გამოიყენება, როგორც სამკურნალო და სადიაგნოსტიკო საშუალება. ACTH არის ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის-თირკმელზედა ჯირკვლის ღერძის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ხშირად წარმოიქმნება ბიოლოგიური სტრესის საპასუხოდ. მისი ძირითდი ეფექტებია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ კორტიზოლის წარმოების გაზრდა და გამოყოფა. ACTH ასვე დაკავშირებულია ცირკადულ რითმთან, ბევრ ორგანიზმში.[2]
ACTH-ის დეფიციტი არის თირკმელზედა ჯირკვლის მეორადი უკმარისობა (ACTH წარმოების დათრგუნვა ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის დარღვევის გამო) ან თირკმელზედა ჯირკვლის მესამეული უკმარისობა (ჰიპოთალამუსის დაავადება, კორტიკოსტროპული ჰორმონის რეალიზების შემცირება). ხოლო ქრონიკულად მომატებული ACTH არის თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობის დროს (მაგ. ადისონის დაავადება), მაშინ როცა თირკმელზედა ჯირკვლის კორტიზოლის წარმოება ქრონიკული დეფიციტია. კუშინგის დაავადების დროს არის მომატებული ACTH (ჰიპოფიზის წინა ნაწილში) და ჭარბი კორტიზოლი (ჰიპერკორტიზოლიზმი). სიმპტომების ეს ჯგუფი ცნობილია კუშინგის სინდრომის სახელით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (December 6, 2012) Concise Dictionary of Pharmacological Agents: Properties and Synonyms. Springer Science & Business Media, გვ. 84–. ISBN 978-94-011-4439-1.
- ↑ Dibner C, Schibler U, Albrecht U (2010). „The mammalian circadian timing system: organization and coordination of central and peripheral clocks“ (PDF). Annual Review of Physiology. 72: 517–49. doi:10.1146/annurev-physiol-021909-135821. PMID 20148687.