ადიდვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადიდვის პროცესის სქემატური გამოსახულება

ადიდვალითონის ნამზადის გაწელვა საადიდვო დგანის ნახვრეტში მისი განივი კვეთის შესამცირებლად და გლუვი ზედაპირის მისაღებად (მავთულის დამზადება).

ადიდვისათვის, ლითონის ნამზადს გამოჭიმავენ (იძულებით გაატარებენ) სათანადო ფორმის ხვრეტში ადიდას თვალაკში. რადგანაც თვალაკის კვეთი ნამზადის კვეთზე ნაკლებია, ლითონი პლასტიკურ დეფორმაციას განიცდის და ნამზადი თვალაკის ფორმას იღებს, მისი კვეთი მცირდება, სიგრძე კი მატულობს. ადიდვა მიმდინარეობს ლითონის გაუხურებლად, რაც ზრდის მის სიმტკიცეს, ამცირებს პლასტიკურობას და აფერხებს შემდგომ დეფორმაციას. ლითონის პლასტიკური თვისებების აღსადგენად მიმართავენ შუალედურ მოწვას. დასამუშავებელი ნაკეთობის ერთ ბოლოს წინასწარ აწვრილებენ, რომ იგი ადვილად გავიდეს ადიდას თვალაკში. წარმოქმნილი ხახუნის ძალების შესამცირებლად დასამუშავებელი ლითონი იპოხება. ლითონის ერთ გატარებაზე გამოჭიმვის კოეფიციენტი ჩვეულებრივ 1,4-1,5 არ უნდა აღემატებოდეს. ამიტომ ნაკეთობას თანმიმდევრულად ატარებენ (მრავალჯერადი გამოჭიმვა) ადიდას რამდენიმე თვალაკში. ადიდვას ფართოდ იყენებენ მუდმივი კვეთისა და დიდი სიგრძის ნაკეთობათა (წნელები, მავთულები, მილები) დასამზადებლად.

ადიდვა ლითონის დამუშავების უძველესი წესია. საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი, ფერადი ლითონებისაგან ადიდვით დამზადებული მავთულის უძველესი ნიმუშები ძვ. წ. II ათასწლეულის დამლევს განეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. ნოზაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 92.
  • „მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი საშენი მასალების, არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში“, რედკოლეგია: მ. ნიკოლაიშვილი, გ. მეფარიშვილი, (საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტი), თბ., 1995, გვ. 2