ადიგეისკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ადიგეისკი
გერბი
Coat of Arms of Adygeysk.png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ადიღე
კოორდინატები 44°52′48″ ჩ. გ. 39°11′24″ ა. გ. / 44.88000° ჩ. გ. 39.19000° ა. გ. / 44.88000; 39.19000
დაარსდა 1969
ადრეული სახელები 1976 წლამდე — ადიგეისკი
1991 წლამდე — ტაუჩეჟსკი
ამჟამინდელი სტატუსი 1976
ფართობი 31.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 45 მეტრი
კლიმატის ტიპი ნოტიო კონტინენტური
ოფიციალური ენა ადიღეური და რუსული
მოსახლეობა 12 728[1] კაცი (2019)
სიმჭიდროვე 1012,57 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ადიღეელები, რუსები
რელიგიური შემადგენლობა სუნიტები, მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 87772
საფოსტო ინდექსი 385 200
ოფიციალური საიტი http://www.adigeisk.ru
ადიგეისკი — რუსეთი
ადიგეისკი

ადიგეისკი[2] (რუს. Адыгейск, ადიღ. Адыгэкъал[3]) — ქალაქი რუსეთში, ადიღეის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ადიგეისკის საქალაქო ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი.[4][5] 12 728 მცხოვრები (2019).[1] მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კრასნოდარის წყალსაცავის სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ პსეკუპსიდან 8 კმ-ში. საავტომობილო კვანძი. დაარსდა 1969 წელს როგორც დაბა ადიგეისკი, 1976 წელს გარდაიქმნა ქალაქად და ტეუჩეჟსკი ეწოდა, 1990 წლიდან ახლანდელ სახელს ატარებს. იყო ტეუჩეჟსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ცენტრალურ ნაწილში — კრასნოდარის წყალაცავის აშენების შემდეგ დატბორილი აულების ძეგლი (1999). განვითარებულია ასფალტისა და ბეტონის წარმოება; არის ავეჯისა და მეფრინველეობის ფაბრიკა. წარმოადგენს სასოფლო-სამეორნეო რაიონის ცენტრს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Численность постоянного населения по МО и населенным пунктам Республики Адыгея по состоянию на 1 января 2019 года. Дата обращения 4 апреля 2019.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 94, თბ., 1975 წელი.
  3. Берсиров Б.М.. Русско-адыгейский словарь. Министерство образования и науки РЕСПУБЛИКИ АДЫГЕЯ. წაკითხვის თარიღი: 2017-07-05.
  4. Закон «О внесении изменений в Закон Республики Адыгея „Об административно-территориальном устройстве Республики Адыгея“»
  5. Устав муниципального образования «Город Адыгейск»