იოჰან კრისტოფ ადელუნგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ადელუნგი, იოჰან კრისტოფ)
Jump to navigation Jump to search
იოჰან კრისტოფ ადელუნგი
Johann Christoph Adelung.jpg
დაბ. თარიღი 8 აგვისტო 1732(1732-08-08)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი შპანტეკოვი[6] [7]
გარდ. თარიღი 10 სექტემბერი 1806(1806-09-10)[2] [3] [4] [5] (74 წლის)
გარდ. ადგილი დრეზდენი[6] [3]
დასაფლავებულია დრეზდენი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
სამეცნიერო სფერო ენათმეცნიერება
ალმა-მატერი ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი

იოჰან კრისტოფ ადელუნგი (გერმ. Johann Christoph Adelung; დ. 8 აგვისტო, 1732, შპანტეკო — გ. 10 სექტემბერი, 1806, დრეზდენი) — გერმანელი გრამატიკოსი და ლექსიკოგრაფი. სახელი გაითქვა შრომებით "გერმანული ენის დაწვრილებითი სახელმძღვანელო" (ტ. 1-2, 1782) და "ზემოგერმანული დიალექტის სრული გრამატიკულ-კრიტიკული ლექსიკონი" (ტ. 1-5, 1774-1786). ი. ს. ფატერთან ერთად შეადგინა ოთხტომიანი კრებული "მითრიდატე ანუ საზოგადო ენათმცოდნეობა...", სადაც ენობრივ ნიმუშად წარმოდგენილია "მამაო ჩვენო" მსოფლიოს 500 ენასა და კილოკავზე. "მითრიდატეს" პირველ ტომშია ცნობები ქართული ენის შესახებ (ტექსტის ნიმუში, ფონეტიკა, გრამატიკა, ლექსიკა, დიალექტები); ავტორს უსარგებლია მარი მაჯოს "ქართული ენის გრამატიკით" (რომი, 1670) ამ წყაროდან მომდინარე მრავალი უზუსტობის მიუხედავად, ქართული ენის ზოგიერთი თავისებურება (მაგ., სიტყვაში თანხმოვანთა თავმოყრა, სიტყვათცვლილებაში სუფიქსაციის უპირატესობა პრეფიქსაციასთან შედარებით და მისთ.) გამოვლენილია დიდი ლინგვისტური ალღოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Basler O. Adelung, Johann Christoph — 1953. — ტ. 1. — S. 63–65.
  2. 2.0 2.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 Аделунг, Иоганн Христоф // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСанкт-Петербург: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 171.
  4. 4.0 4.1 Scherer W. Adelung, Johann Christoph // Allgemeine Deutsche BiographieL: 1875. — ტ. 1. — S. 80–84.
  5. 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
  6. 6.0 6.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118500651 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. Аделунг, Иоанн Христофор // Энциклопедический лексиконСанкт-Петербург: 1835. — Т. 1. — С. 187.